სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის თემაზე - “ოჯახური ძალადობა”

2006-05-22 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 30 მაისს ატარებს ჟურნალისტთათვის ტრენინგს თემაზე “ოჯახური ძალადობა”.

ტრენინგი დაიწყება 11.00 საათზე და გაგრძელდება 16.00 საათამდე.

ტრენინგი ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში მისამართზე კრილოვის ქ. 15.

ტრენინგის მიზნებია:

  • ოჯახური ძალადობის საკითხის ძირითადი არსის გაცნობა; 
  • სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის გაცნობიერება; 
  • სამოქმედო გეგმაში ასახული ძირითადი  მიმართულებების განხილვა;
  • საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირების სფეროებისა და დებულებების შესწავლა;
  • ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და შესაძლებლობების შემეცნება.

ტრენინგში მონაწილეობა ჟურნალისტთათვის უფასოა.

ტრენინგში მონაწილეობის მიღებისათვის გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 28 მაისამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
ტელ. 936101 ან 952353
ან დაგვიკავშირდით იმეილზე: presscenter@gyla.ge
საკონტაქტო პირი – თორნიკე გურული