სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება

2020-05-04 04:16
Featured image

პროექტის სახელი: უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება

ხანგრძლივობა: ივნისი, 2018 - ოქტომბერი, 2020

ბიუჯეტი: 108,111 ევრო

კომპონენტი: საპარლამენტო კონტროლი

დონორი: Netherlands Embassy in Georgia   

მიზანი: საიდუმლო შესყიდვების კონტროლის მექანიზმებზე მუშაობის გზით კორუფციის რისკების შემცირება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარისხის გაუმჯობესება

ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, საია გაანალიზებს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებზე კონტროლის მექანიზმს, რაც ემსახურება როგორც კორუფციის რისკების შემცირებას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში, შემუშავდება კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შეაფასებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გახორციელების მიდგომებს, მეთოდებსა და პროცედურებს. ანგარიშში მოცემული იქნება კონკრეტული რეკომენდაციების საპარლამენტო ზედამხედველობის სტანდარტების გასაუმჯობესებლად საქართველოს უმაღლეს საკანონმდელო ორგანოში.