სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ცესკო, უზრუნველყოფილი სიბერე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის - ცესკოს წევრობა სხვა უამრავ მიზეზთან ერთად, ბევრისთვის ალბათ იმიტომაც არის სასურველი, რომ საჯარო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა. 2015 წელს ცესკოს მიერ დამტკიცებული განკარგულების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება თვეში 5,500 ლარს შეადგენს, მოადგილის 4,700 ლარს, ხოლო კომისიის მდივნის 4,600 ლარს.

2017-04-20 17:33 სრულად ნახვა

3692: დამწვარი ასოების კრიალოსანი

წერა და კითხვა: ჩემი ოჯახის ძალიან ქალური ტრადიციაა. ჩემი პუტკუნა ბებია — ციალა ერქვა, დატოვებდა ხოლმე თავის ზღვისპირა სახლს და ორ-სამ დღეში ბრუნდებოდა ამოუცნობი გზით ნაშოვნი იშვიათი წიგნებით. ბაბუმ — მოცისფრო-მოიასამნისფრო თვალები ჰქონდა, ღრმა — თბილი ხმა და ბოტოტა, ნაშრომი ხელები — შეუჭედა ხის თაროები განიერ ოთახში და ხისსურნელიანი ბიბლიოთეკა მოუწყო. ამ ამბის გადამკიდე, დამჩემდა, რომ ბიბლიოთეკის მოწყობა და წიგნის ჩუქება — სიყვარულის ყველაზე მგრძნობიარე გამოხატვაა. შენ ხომ მხოლოდ ნივთს არ ჩუქნი. ჩუქნი ბევრ ფიქრს — და ამ ფიქრით, შენთან ყოფნას, მაშინაც როცა მარტოა.

2017-04-19 21:40 სრულად ნახვა

"საარჩევნო ბლოკები- საფრთხე თუ შესაძლებლობა ?"

საარჩევნო ბლოკები ეს არის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიებისთვის, რათა მათ არჩევნებში კოალიციურად, სხვა პარტიებთან თანამშრომლობით მიიღონ მონაწილეობა. 

2017-04-07 12:29 სრულად ნახვა

„წრეზე სიარული“ და მედიის თავისუფლება

ყველა ხელისუფლება რომელიც საქართველოში მოდის, მოსვლამდე და მოსვლის პირველ დღეებში მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს. იფიცებიან, გვპირდებიან და გვარწმუნებენ, რომ მედიის თავისუფლება მათთვის „წმინდათა წმინდაა“. მედიის თავისუფლების სიწმინდე დიდი ხანი არ გრძელდება. ყველაზე მეტი ერთი წელი ალბათ. მერე იწყება უცნაური გადაადგილებები, დანიშვნები და გათავისუფლებები, გაურკვეველი განცხადებები, სასამართლო დავები, მოულოდნელად დახურული რეიტინგული გადაცემები და ა.შ. მანამ, სანამ ხელისუფლებაში მყოფ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს მეორე არ ჩაანაცვლებს. ასე დავდივართ წრეზე და მორიგ წრეზე წასვლის დრო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდა.

2017-03-10 13:54 სრულად ნახვა

უსახელო ხევი

თელავის მახლობად, სოფელ კურდღელაურში უსახელო ხევია. ხევის მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას  და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებს. დღეს მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  

2017-02-27 17:06 სრულად ნახვა

კრიტიკა ზოგჯერ უსამართლოა!

სასამართლო ხელისუფლება ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი იმ შემთხვევაში როდესაც პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ იყენებს პატიმრობას და იმ შემთხვევაშიც როდესაც არ იყენებს პატიმრობას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ასეთი კრიტიკა გაუმართლებელია, რადგან არ არის არგუმენტირებული. სამართლებრივი სახელწმიფოს მთავარი არსი უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალური უზრუნველყოფის მექანიზმს.

2017-01-10 18:24 სრულად ნახვა

მეხსიერება, როგორც ვალდებულება

ბერლინში, STASI-ს მუზეუმად ქცეულ ციხეში, ჭაღარა, ხანშიშესული 70 წლის კაცი, ჰანს იოჰენ შეიდლერი გიდად მუშაობს და ყოველ დღე მუზეუმის ვიზიტორებს ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის მძიმე წარსულზე ესაუბრება. 

2016-12-27 20:18 სრულად ნახვა

ოჯახში ძალადობის საქმეზე მოსამართლეს კანონი დაავიწყდა

ალბათ, ეს ბლოგიც დამატებითი წყარო გახდება იმ საერთო დისკუსიისა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ირგვლივ არსებობს. მე მოგიყვებით ერთი  შემთხვევის შესახებ, რომელიც სხვადასხვა მანკიერ პრაქტიკაზე მიანიშნებს. ამ საქმეზე უკვე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს, თუმცა ჩემს მიზანს არ წარმოადგენს პროცესების სოციალურ ქსელში გადმოტანა. სხდომები საჯაროა, ამიტომ საზოგადოებას აქვს უფლება თვალი ადევნოს საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

2016-12-21 22:40 სრულად ნახვა

როგორ დაეხმარა სასამართლო “მრეწველებს” “თავისუფალი დემოკრატებისათვის” საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლების წართმევაში

26 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის პარტიების დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე განკარგულების ბათილობას ვითხოვდით და ამით თქვა, რომ:

2016-11-28 10:51 სრულად ნახვა

მარიკო კობახიძის ბლოგი- ვიდრე, მე თქვენი „შთაგონების წყარო“ ვარ...

საუკუნეების მანძილზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ, სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობდა და ის დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ის სტერეოტიპები და სტიგმა, ჩვენს რეალობაში დღესაც რომ მყარად არის გამჯდარი, საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ყალიბდებოდა. ისტორიული წყაროებით შემორჩენილია სხვადასხვა კულტურული ხედვა,  რომელიც თავის დამოკიდებულებას ასახავდა შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ადამიანების მიმართ. თუ შორეულ წარსულს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ შშმ პირები აღიქმებოდნენ, ადამიანებად, რომლებიც შეპყრობილნი იყვნენ ბოროტი სულით და მათ, ხშირ შემთხვევაში, ამის გამო სჯიდნენ. 

2016-10-17 12:52 სრულად ნახვა