სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ოქტომბრის თვის წარმატებული საქმეები

საია-ს დახმარებით ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგი სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა სამუშაოზე საია-ს თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის - მ.გ.-ს ინტერესებს, რომელიც, ამავდროულად, იყო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი. 2011 წელს საჯარო სკოლის დირექტორმა, ცალმხრივად კანონის უხეში დარღვევით, სკოლის სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე, მოუშალა ხელშეკრულება და გაათავისუფლა სამსახურიდან ჩვენი ბენეფიციარი. მ.გ.-ს იმავდროულად მისაღები ჰქონდა სკოლაში დამატებითი მეცადინეობის სახით ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა: გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა,  იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და  დამატებით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. 

2013-11-08 05:35 სრულად ნახვა

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი ვასილ ლომსაძის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი დაინტერესდა მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ზაალ ადამიამ მოქალაქე ვასილ ლომსაძე ცემა. პარალელურად საიას გაცხადებით მომართა ვასილ ლომსაძემ, სადაც მიუთითა, ანალოგიური ინფორმაცია და მოითხოვა დახმარება. ჩვენ შევისწავლეთ საქმის მასალები, საიდანაც ირკვევა შემდეგი: 

2013-11-08 02:25 სრულად ნახვა

საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს  პირის მიერ რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვისათვის. ასევე სამართალდარღვევად ცხადდება ღვთისმსახურების ან/და სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა და რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვა, მათზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან/და მათი დაზიანება. 

2013-11-07 08:08 სრულად ნახვა

საია თბილისის საკრებულოს 22 თანამშრომლის დაუსაბუთებლად გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2013 წლის 7 ოქტომბერს მომართა ქალაქ თბილისის საკრებულოს ოცდაორმა ყოფილმა თანამშრომელმა. განცხადებაში მათ მიუთითეს, რომ სექტემბერში სამსახურიდან გათავისუფლდნენ  საკრებულოში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის მოტივით და ითხოვეს  გათავისუფლების კანონიერების საკითხის შესწავლა.    საიამ შეისწავლა ზემოაღნიშნულ პირთა განცხადება, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, საკრებულოდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რის საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მითითებულ პირთა გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა. ეს მოსაზრება შემდეგ გარემოებებს ემყარება: 

2013-11-07 03:02 სრულად ნახვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ აპროტესტებს აჭარის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომელმაც სრულიად უგულებელყო "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი და დაარღვია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და  რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევის ამ კანონით განსაზღვრული კვოტირების სისტემა. აჭარის უმაღლეს საბჭოში კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტაციამ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატებს არ მისცა საშუალება მრჩეველთა საბჭოს წევრებად აერჩიათ უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატებიც, როგორც ამას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მოითხოვს. 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტდა ერთპარტიული ნიშნით. 

2013-11-06 07:36 სრულად ნახვა

საიას წევრთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ ა.წ. 30 ნოემბერს, ქორთიარდ მარიოტში გაიმართება საიას წევრთა XX საერთო კრება.

2013-11-04 08:14 სრულად ნახვა

ორი „სიმართლე“ სარეზერვო ფონდების შესახებ

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებიდან მოყოლებული ხშირად საუბრობენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული მილიონების შესახებ. სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების პარტიული, კონკრეტულად კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ხარჯვაზე უთითებენ. სამაგიეროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ ის, რასაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებდა, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ გაითვალისწინეს და არც შესაბამისი ხარჯების გაღების ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე ვინმემ. 

2013-11-03 01:18 სრულად ნახვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს კანონი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის

 ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს  მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ.   საქართველოს პარლამენტის მეირ განიხილება კანონპროექტი, რომელიც პირის მიერ  რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურების ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებს და მისი ჩადენისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საკანონმდებლო ცვლილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს და არსებითად აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას, პლურალური, ლიბერალური  და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესს ქვეყნაში.   

2013-11-02 10:13 სრულად ნახვა

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას. 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდებოდა. ასევე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე საიას დამკვირვებლები ჰყავდა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. 

2013-10-28 04:08 სრულად ნახვა