სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას შენიშვნების გათვალისწინება „პოლიციის შესახებ“ კანონპროექტში

საქართველოს პარლამენტმა 4 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი (აღნიშნული დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა).  საია ჩართული იყო აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებში ჩართულობის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობის გზით. დოკუმენტის განხილვისას საიას წარმომადგენლები აქტიურად აფიქსირებდნენ მოსაზრებებს სხვადახვა საკითხზე, მომზადებულ იქნა წერილობითი დასკვნა. საიას შენიშვნების ნაწილი პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში ასახულია, რაც მისასალმებელია. გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა:

2013-10-21 02:13 სრულად ნახვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერ ორგანიზაციებს, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი საკითხის თაობაზე და ასევე, გამოვთქვათ შეშფოთება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.  2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ტრანს ელექტრიკა ლიმითედს” შორის (სხვა მხარეებთან ერთად) დაიდო ხელშეკრულება ხუდონჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ შეასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მოიპოვებს პროექტის განსახორციელებლად  აუცილებელ ნებართვებსა და ლიცენზიებს.

2013-10-17 07:38 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების შემზღუდველი ცესკოს დადგენილება უნდა გაუქმდეს

2012 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოების წესს. დადგენილება აწესებს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების ისეთ შეზღუდვებს როგორიცაა: - იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს კენჭისყრის შენობაში განმეორებით შესვლისა და ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოების უფლებას.

2013-10-16 04:02 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრის შესახებ

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მზაობას გამოთქვამს წინასაარჩევნო პერიოდში ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაცვლას მართლმსაჯულების სფეროს აქტუალური საკითხების შესახებ.  

2013-10-15 10:18 სრულად ნახვა

განცხადება ნაციონალური მოძრაობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით

გვინდა, გამოვეხმაუროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, რის შემდეგაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სხდომის მონაწილეებს და თვითმხილველებს, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის მართლაც მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც პარლამენტის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ მმართველ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება უნდა, რაზეც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ეს მათ უკვე წარმატებულად მოახერხეს. 

2013-10-12 12:40 სრულად ნახვა

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის შემუშავებაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ევროპული ქვეყნების განვითარების ერთ-ერთ არსებით წინაპირობას წარმოადგენს. მოსახლეობასთან მაქსიმალურად ახლო მდგომი თვითმმართველი ორგანოები, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული ტერიტორიული ერთეულები, ფინანსებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები (თვითმმართველი ქალაქები და თვითმმართველი თემები) - წარმოადგენენ ქვეყნის შეუქცევადი, დემოკრატიული განვითარების საძირკველს. საქართველოს სწორი განვითარების უმთავრესი ქვაკუთხედი ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფილი რეფორმის გატარებაა, რაც დაამკვიდრებს ევროპული ტიპის მმართველობას ქვეყანაში და ხელს შეუწყობს მის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ თანამეგობრობაში. 

2013-10-11 07:30 სრულად ნახვა

საია შსს-ს 10 ოქტომბრის განცხადებას პასუხობს

2013 წლის 9 და 10 ოქტომბერს საიას მიერ გაკეთებულ იქნა განცხადებები მოქალაქეების - დავით კაპანაძისა და ლევან კორკოტაშვილის საქმეზე. დ.კაპანაძე მოინახულა საიას თავმჯდომარემ, ხოლო დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ ლ. კორკოტაშვილთან  საიას დუშეთის ოფისის ადვოკატი იმყოფებოდა. უშუალოდ ზემოთ მითითებულ მოქალაქეთა მიერ პირადად ჩვენი თანამშრომლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საიამ ზემოაღნიშნული განცხადებები გააკეთა, სადაც ითქვა, რომ ამ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავდა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო. 

2013-10-11 07:11 სრულად ნახვა

მრგვალი მაგიდა „სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში“

2013 წლის 11 ოქტომბერს მრგვალი მაგიდა „სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში“ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში. 

2013-10-11 04:20 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს თბილისში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის თანამდებობაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს თბილისში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის თანამდებობაზე.   ძირითადი მოვალეობები:   •  გაუწიოს მოსახლეობას სამართლებრივი დახმარება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებთან მიმართებით;   •  განახორციელოს საქმეების მოძიება, მომზადება და წარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

2013-10-10 10:31 სრულად ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე კონკურსი შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის სარჩელი, რომლითაც ის ითხოვს სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ამასთანავე, წარმოებაშია მიღებული მეორე სარჩელიც, რომლითაც გიორგი ბარათაშვილი ითხოვს  სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 12 სექტემბრის  სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. 

2013-10-10 08:48 სრულად ნახვა