სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას თბილისის ადვოკატის დახმარებით ბრალდებული დ.ხ. სასამართლომ სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

საიას თბილისის ოფისის ადვოკატი ახორციელებდა პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის დ.ხ-ს ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის საქმეზე.  დ. ხ.-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ძარცვის მცდელობას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე.  

2013-10-03 05:25 სრულად ნახვა

საარჩევნო პორტალის www.electionsportal.ge - ს პრეზენტაცია

დღეს, 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინში, ორგანიზაციებმა - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და „ჯამპსტარტ ჯორჯიამ“ საქართველოს არჩევნების პორტალის პრეზენტაცია გამართეს. 

2013-10-02 08:36 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურებიან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. პირველ რიგში, გვსურს კმაყოფილება გამოვთქვათ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთობლივი წინადადებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ნაწილობრივ გათვალისწინებულ იქნა. აღნიშნული ცვლილებების საქართველოს პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება პროფესიული ნიშნით, მათი კვალიფიკაციისა და შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით. 

2013-09-30 03:31 სრულად ნახვა

საიამ პარლამენტს „პოლიციის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა

„პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საიამ პარლამენტს 26 სექტემბერს წარუდგინა.  დღეს მოქმედი კანონი „პოლიციის შესახებ“ 1993 წელს არის მიღებული და საკმაოდ მოძველებულია. დიდი ხანია დღის წესრიგში დგას მისი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საკანონმდებლო აქტით ჩანაცვლების საკითხი. ახალი კანონის პროექტის სტრუქტურა კარგად არის ჩამოყალიბებული. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები ცალკე თავად ჩამოყალიბდა და დაიხვეწა.  

2013-09-30 03:10 სრულად ნახვა

კოალიციის პოზიცია მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მიესალმება ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში რეფორმის გაგრძელების ინიციატივას და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლების სამივე შტოსთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის შექმნა და განმტკიცება საქართველოში. 

2013-09-28 04:32 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - თამაზ ტყემალაძის 2013 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით, ეკა კვესიტაძე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. გათავისუფლების საფუძვლად  გადაცემა ,,აქცენტების“ დახურვა დასახელდა.   ჟურნალისტს სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ხელშეკრულება 2013 წლის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლების თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს გათავისუფლების შესახებ წინასწარი გაფრთხილების შემცირებული ვადა და სამი კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული გათავისუფლების შესახებ. 

2013-09-26 02:27 სრულად ნახვა

საიამ ბათუმის რეაბილიტაციის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

დღეს, 2013 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიშის - „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა, ბათუმის რეაბილიტაცია“  პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული ბათუმის თვითმმართველობის მიერ 2009-2013 წლებში განხორციელებულ ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამა. ცალკე არის წარმოდგენილი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ისეთი პროექტები, როგორიცაა ბათუმში ალფაბეტური კოშკისა და პიაცას მოედნის მშენებლობა. ასევე, ისტორიული ფორტის და ოპერის სახლის მშენებლობა ბათუმში. ანგარიშში სათანადო ადგილი ეთმობა ასევე ბათუმის „ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ 2009-2013 წლების პროგრამის განხორციელების დროს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

2013-09-24 03:38 სრულად ნახვა

საია და EMC წულუკიძისა და ბახუნტარიძის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აკეთებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ერთობლივ განცხადებას აკეთებენ ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნტარიძის დაკავების დროს პოლიციის მიერ სავარაუდოდ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და დაკავებამდე რელიგიური ნიშნით მათი უფლებების შეზღუდვის ფაქტების თაობაზე.  

2013-09-23 03:56 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ მოქმედი რეგულაციები განიხილა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა, 2013 წლის 20 სექტემბერს კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ მოქმედი რეგულაციების განხილვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.   შეხვედრაზე განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის #42 დადგენილებით კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. ამასთანავე, წარმოადგინეს, საიას მედიის სამართლებრივი ცენტრის მიერ ჩატარებული, ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგები.

2013-09-20 09:56 სრულად ნახვა

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ერთი წლის წინ, 2012 წლის 18 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრები, რამაც ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმე და მასშტაბები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. 18 სექტემბერს და შემდგომში გამოქვეყნებული კადრები ადასტურებდა არასათანადო მოპყრობის იმ პრაქტიკას, რომელზეც მანამდე საქართველოს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად უთითებდნენ. თუმცა, აღნიშნული შეფასებების საპასუხოდ, შიდა კონტროლის მექანიზმების, საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოების ლოიალურობით, პოლიტიკური ნების არარსებობითა და უმოქმედობით დაუსჯელობის სინდრომისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის წახალისება ხდებოდა. 

2013-09-19 10:21 სრულად ნახვა