სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ მოქმედი რეგულაციები განიხილა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა, 2013 წლის 20 სექტემბერს კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ მოქმედი რეგულაციების განხილვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.   შეხვედრაზე განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის #42 დადგენილებით კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. ამასთანავე, წარმოადგინეს, საიას მედიის სამართლებრივი ცენტრის მიერ ჩატარებული, ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგები.

2013-09-20 09:56 სრულად ნახვა

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ერთი წლის წინ, 2012 წლის 18 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრები, რამაც ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმე და მასშტაბები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. 18 სექტემბერს და შემდგომში გამოქვეყნებული კადრები ადასტურებდა არასათანადო მოპყრობის იმ პრაქტიკას, რომელზეც მანამდე საქართველოს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად უთითებდნენ. თუმცა, აღნიშნული შეფასებების საპასუხოდ, შიდა კონტროლის მექანიზმების, საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოების ლოიალურობით, პოლიტიკური ნების არარსებობითა და უმოქმედობით დაუსჯელობის სინდრომისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის წახალისება ხდებოდა. 

2013-09-19 10:21 სრულად ნახვა

სასამართლოში გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი დაიცავს

2013 წლის 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი - გიორგი ბარათაშვილი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, მისთვის სამეურვეო საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. მის ინტერესებს, უკვე მეორედ, საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს. 

2013-09-17 08:04 სრულად ნახვა

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან  პრაქტიკული      სამართლისა და სამოქალაქო განათლების  აქტუალურ საკითხებს. სწავლის მსურველებმა 16  სექტემბრიდან  11  ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

2013-09-16 06:10 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ: - იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს. მონაწილეობის პირობები :   - შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს ო რ ი  წევრისგან შემდგარ გუნდს; - გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.  

2013-09-16 06:06 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 16 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე

სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას ხუთი მიმართულებით: კურსი ” შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის) სისხლის სამართალი; სამოქალაქო სამართალი; კონსტიტუციური სამართალი; საერთაშორისო სამართალი;  

2013-09-16 06:05 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

2013 წლის 11 სექტემბერს 12:00 საათზე  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს  შორის ხელი მოეწერა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

2013-09-12 10:27 სრულად ნახვა

ივლისისა და აგვისტოს წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით, სასამართლომ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სიპ “ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან” გათავისუფლებული თანამშრომლები  თანამდებობებზე აღადგინა   საიას თბილისის ოფისის ადვოკატი დახმარებას უწევდა ნ. ა-ს, ა. ს-ს და მ.ზ-ს. ისინი  დასაქმებულები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ “ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში”. ცენტრის ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი საფუძვლის განმარტების გარეშე, ისინი სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნენ 2012 წლის 31 დეკემბერს. გათავისუფლებისას დამსაქმებელმა იხელმძღვანელა შრომის კოდექსის იმ ჩანაწერით (37-ე მუხლის "დ" ქვეპუნტი), რომლის განმარტებაც წლების განმავლობაში მუშაკების ინტერესების საზიანოდ ხდებოდა.

2013-09-11 05:03 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

2013 წლის 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, მისთვის სამეურვეო საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა,სამეურვეო საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს ორი წევრი, ნინო დანელია და ნატალია დვალი, რომელთაც სხდომაზე, ნოტარიულად გაცემული მინდობილობის საფუძველზე, წარმოადგენდნენ საბჭოს ყოფილი წევრი ლევან გახელაძე და მოქმედი წევრი მამუკა ფაჩუაშვილი.

2013-09-09 03:41 სრულად ნახვა

საიამ კონსტიტუციური კანონის პროექტებზე პარლამენტს დასკვნა წარუდგინა

ამა წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ იქნა სამი კონსტიტუციური კანონის პროექტი. მათთან დაკავშირებით საიამ თავისი მოსაზრებები თავიდანვე გააცნო საზოგადოებას.

2013-09-05 09:38 სრულად ნახვა