სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი გახდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ვასლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა კონკურსის ფინალისტი გახდა. კონკურსი ტარდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ. პრიზი გადაეცემა ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირს ან ორგანიზაციას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ევროპის, ასევე სხვა ქვეყნებში მოღვაწე ადამიანის უფლებადამცველებს.

2013-08-27 08:08 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრი ეხმაურება ,,ტაბულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

ტელეკომპანია „ტაბულას“ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით 2013 წლის 24 აგვისტოს, ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ, პოლიციის რეიდის გადაღების მომენტში გააჩერა „ტაბულას“ ჟურნალისტი, გიორგი სიხარულიძე. განცხადებაში აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, უკანონო ჩხრეკის და გადაღებული მასალის ჟურნალისტის მობილური ტელეფონიდან წაშლის ფაქტების შესახებ.

2013-08-27 01:44 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანზაციათა ერთობლივი განცხადება ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების შესახებ

ბოლო დღეების მანძილზე დედაქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარდა რამდენიმე რეიდი, რამაც საზოგადოების ნაწილის ყურადღება და აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნული ღონისძიების დროს სისტემატურად ხდებოდა როგორც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერება და ჩხრეკა, მოქალაქეთა პირადი დოკუმენტაციის შემოწმება. გავრცელებული ინფორმაციით ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები იწერდნენ მოქალაქეთა შესახებ ინფორმაციას (სახელი, გვარი, მამის სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) და თითოეულ შემოწმებულ პიროვნებას მობილური ტელეფონით უღებდნენ სურათებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიებები ხშირ შემთხვევაში უკანონო ხასიათს ატარებდა და არღვევდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

2013-08-26 09:58 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასება ფართომასშტაბიან შეწყალებასთან დაკავშირებით

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფართომასშტაბიანი შეწყალების (მსჯავრდებულთათვის ნასამართლეობისა, დამატებითი სასჯელებისა და პირობითი მსჯავრის მოხდისაგან გათავისუფლების) ინიციატივას.

2013-08-26 04:18 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა დაასახელეს

2013 წლის 23 აგვისტოს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარის  თანამდებობაზე თამარ ჟვანიას კანდიდატურა წარადგინეს.   თამარ ჟვანია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - "სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტებისა და პროცესების ხელშეწყობის" პროექტის ხელმძღვანელია.

2013-08-26 04:08 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს

საია წარმოგიდგენთ მედიისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღესთან  დაკავშირებით.   დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს #9 დადგენილების და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის #42 დადგენილების 2013 წლის  30 სექტემბრისთვის მოქმედი რედაქციის საფუძველზე.   შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები განახლდება.   საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას მედიის წარმომადგენლებს გაუწიოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.     

2013-08-26 03:58 სრულად ნახვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადება ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ და „ინფო 9“-თან დაკავშირებით

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის’’ იზიარებს არგუმენტებს ტელეკომპანია “მეცხრე არხისა“ და „ინფო 9’’-ის გასხვისების თაობაზე. ამავდროულად, როგორც მედიის ინტერესების დამცველ ორგანიზაციას, გვაშფოთებს ტელეარხის ფორსმაჟორულ ვითარებაში გაყიდვის პერსპექტივა, რადგან ვხედავთ საფრთხეს, რომ შესაძლებელია ტელეკომპანია გადავიდეს  პოლიტიკურად დაინტერესებული პირის ან ჯგუფის ხელში  და იქცეს პროპაგანდის იარაღად. ამგვარი გადაწყვეტილება პირდაპირ დააზიანებს როგორც მედიაპლურალიზმს, ასევე მედიის ბაზარს.

2013-08-26 01:42 სრულად ნახვა

კონკურსი მიგრაციის თემატიკაზე სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებენ პროექტს ”საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა”. პროექტის ფარგლებში მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ცხადდება კონკურსი  სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად.    სატელევიზიო და  რადიო სოციალური რგოლი უნდა მოიცავდეს შემდეგ გზავნილებს:   

2013-08-13 02:55 სრულად ნახვა

საია ახალგაზრდული მიგრაციის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

2013 წლის 12 აგვისტოს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალგაზრდული მიგრაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის ოფისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე, გაიმართა პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ პრეზენტაცია. 

2013-08-12 05:52 სრულად ნახვა

საიას დასაბუთებული ვარაუდით, ბრალდებულ მამუკა ივანიაძის ფარული ვიდეოგადაღება პროკურორმა კანონდარვევით განახორციელა

2013 წლის 22 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ,,მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ტრაქტორების შეძენისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ჩატარებულ ბრიფინგზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვერ დადასტურდა ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტები. აქვე ითქვა, რომ თითქოს მ.ივანიაძემ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ადვოკატის დასწრების გარეშე ნებაყოფლობით მისცა პროკურორს ჩვენება. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად პროკურატურის მიერ გავრცელებულ იქნა ფარული ვიდეო ჩანაწერი. 

2013-08-06 08:03 სრულად ნახვა