სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებას

გვსურს გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება 3 მაისს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს შეიცავს. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ ვიდეოში ფიგურირებს ჟურნალისტი, რაც თავისთავად წარმოშობს მედიაზე ზეწოლის მცდელობის ეჭვებს. გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანა რთულია, თუმცა ცხადია, რომ არსებობენ პირები, რომელთაც კონკრეტული ჟურნალისტის დისკრედიტაცია სურთ.  ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ, თავად ჟურნალისტის თქმით, ვიდეოს ინტერნეტში განთავსება უკავშირდება მის მიერ კორუფციული გარიგების გამოვლენის გეგმას ყოფილი და ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით. მისივე მტკიცებით, კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებელნი სწორედ ეს პირები არიან. 

2013-05-04 10:02 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროექტზე პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან

საქართველოს პარლამენტმა პირველ მაისს კიდევ ერთხელ იმსჯელა კანონპროექტზე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმას შეეხება და ამ შესაძლებლობას მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდეგ დაუბრუნდა. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გააჩნდათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რაც არაერთხელ იქნა დაფიქსირებული.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტს არ გაეზიარებინა ინიცირებული ცვლილება და შეენარჩუნებინა ბრალდებულის უფლება მოტივირებული შუამდგომლობით უარი ეთქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. 

2013-05-02 09:56 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი განცხადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს  და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს საკანონმდებლო დონეზე დაცვის უფლების განხორციელების ეფექტიანი გარანტიების შექმნა.  საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა დაცვის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელ და მნიშვნელოვან გარანტიებს, როგორიცაა: 

2013-05-02 06:36 სრულად ნახვა

საია სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს ეხმაურება

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 1 მაისს, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტუდენტების მიერ ორგანიზებული მანიფესტაციის 15-ზე მეტი მონაწილე პოლიციელებმა დააკავეს. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაა დაცული. ყველას  აქვს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე მშვიდობიანად შეიკრიბოს როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. სახელმწიფომ არამხოლოდ უნდა დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, არამედ თავი უნდა შეიკავოს არაგონივრული და არაპირდაპირი შეზღუდვების დაწესებისაგან აქციის მონაწილეების მიმართ.  

2013-05-01 13:05 სრულად ნახვა

საია 29 აპრილს ,,კურიერში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

29 აპრილს 9 საათიან ,,კურიერში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც ტ. მამაგულაშვილის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას ეხებოდა. აღნიშნულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის მიუხედავად, სასამართლო კვლავაც განაგრძობს მისი საქმის განხილვას. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში ტ. მამაგულაშვილის ინტერესებს იცავს საია, აუცილებლად მივიჩნევთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებას.  

2013-04-30 10:03 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი განცხადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვლისწინებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებსაც არსებითი გავლენა ექნებათ სისხლის სამართალწარმოებასა და მართლმსაჯულებაზე.  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მიუთითებდნენ კანონპროექტში არსებული ცალკეული ხარვეზების გამოსწორების საჭიროებაზე, თუმცა, დიდწილად  პოზიტიურად აფასებდნენ მას. კანონპროექტის ინიცირებული ვერსიისაგან განსხვავებით მეორე მოსმენით მიღებული ვერსია კიდევ უფრო მეტ ხარვეზს შეიცავს.

2013-04-30 06:32 სრულად ნახვა

საიამ - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ერთ ლარად გასხვისების მონიტორინგის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა

მიმდინარე წლის 30 აპრილს, ბათუმში საიამ - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ერთ ლარად გასხვისების მონიტორინგის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. საიას მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ: 

2013-04-30 05:04 სრულად ნახვა

საიამ - „ქალაქ ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მონიტორინგის შედეგების“ პრეზენტაცია გამართა

დღეს, 2013 წლის 29 აპრილს, ქ. ქუთაისში საიამ - „ქალაქ ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მონიტორინგის შედეგების“ პრეზენტაცია გამართა.   საიას მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ: • არ არსებობს ქ. ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის ერთიანი პროექტი. მიუხედავად საიას არაერთი მცდელობისა, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებსა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ მიმართვისა, საიასთვის არ მოუწოდებიათ ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის ერთიანი პროექტი  და, სავარაუდოდ, როგორც ერთიანი დოკუმენტი, იგი დღემდე არ არსებობს.

2013-04-29 06:40 სრულად ნახვა

საია ხმის მიცემის პროცედურების მიმდინარეობას აჯამებს

საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება ნაძალადევის #9, სამტრედიის #54 და ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქებში. უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის პროცესი ძირითადად მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, საარჩევნო კოდექსის მასშტაბურ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. დღის 13:30 საათზე ჩვენ საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია იმ დროის მონაცემებით არსებული ვითარების შესახებ. ამ განცხადებით გვსურს, გარკვეულწილად, შევაჯამოთ ხმის მიცემის პროცედურების მიმდინარეობა და ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ ძირითად დარღვევებსა და ტენდენციებზე.  

2013-04-27 12:15 სრულად ნახვა

საია ეხმიანება მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის ფაქტს

ნაძალადევის #24 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა. კერძოდ, რეზონანსის კორესპონდენტებს სალომე სიგუას, თამთა კაკაურიძისა და იაგო ნაცვლიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შერაცხყოფას და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლის მიხეილ მიქაშავიძის,   „კავკასიის კვლევითი ცენტრის“ დამკვირვებლების ვალერიან ზირაქაშვილისა და ვინმე გიორგის  მიერ, რომლებმაც თავი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებად წარადგინეს.   

2013-04-27 08:47 სრულად ნახვა