სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას შეტყობინების საფუძველზე ცესკომ არაუფლებამოსილ დამკვირვებლებს დამკვირვებლის სტატუსი შეუწყვიტა

სამტრედიის #38 და ბაღდათის #12 საარჩევნო უბნებზე საიას დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით. კერძოდ, სამტრედიის #38 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“ სახელით დაკვირვებას ახორციელებდა ხონის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე, რომელიც არის აკაკი ბობოხიძის ძმა. ხოლო ბაღდათის #12 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის „მომავლის არჩევანი“ სახელით დაკვირვებას ახორციელებდა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეტრეველი.

2013-04-27 08:08 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 13:30 საათისთვის

საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება ნაძალადევის #9, სამტრედიის #54 და ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქებში. დღის 13:30 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, დროულად გაიხსნა საარჩევნო უბნები, დამკვირვებლებს საარჩევნო უბანზე შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონიათ.    ამ დროისათვის ფიქსირდება პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე: 

2013-04-27 05:46 სრულად ნახვა

27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების შეფასება

2013 წლის 27 აპრილს ნაძალადევის #9, ბაღდათის #52 და სამტრედიის #54 საარჩევნო ოლქებში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამ ოლქების ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტში საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ოლქებში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატების აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო პარლამენტს სამი წევრი გამოაკლდა.     „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საარჩევნო პროცესების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ.  

2013-04-26 06:54 სრულად ნახვა

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" პრეზიდენტის მიერ ორ საკანონმდებლო აქტზე ვეტოს დადებას ეხმაურება

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" პრეზიდენტის მიერ ორ საკანონმდებლო აქტზე ვეტოს დადებას ეხმაურება.   კოალიციის განცხადება პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით.

2013-04-25 13:00 სრულად ნახვა

კოალიციის "მედია ადვოკატირებისთვის" განცხადება ირაკლი აბსანძის დაკავებასთან დაკავშირებით

დღეს გავრცელებული ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია ჟურნალ "ლიბერალის" პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი ირაკლი აბსანძე, რომელიც ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

2013-04-24 07:34 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ ა.წ. 22 აპრილს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საღამოს საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტს, ხუდონჰესის მშენებლობის თაობაზე მიმდინარე დისკუსიის შესახებ. ჩვენი ყურადღება მიიპყრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის უკიდურესად არაკორექტულმა განცხადებამ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამენ ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ხსენებულ სიუჟეტში ბატონმა კალაძემ ბრძანა: „ჩვენი ქვეყნის ბედს ვერ გადავაყოლებთ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ მიერ რაღაც შეჩერებული პროექტების გამო აღებულ დაფინანსებას, რომელსაც ისინი იღებენ უცხოეთიდან.“.

2013-04-23 09:40 სრულად ნახვა

რას გვასწავლის ერთი პატარა ამბავი

დაახლოებით 3 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანმა სამართალდამრღვევ მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ პატარა ამბავს უფრო მნიშვნელოვანი გაგრძელება მოჰყვა - ადგილობრივმა პოლიციელმა გაანადგურა ინციდენტის ამსახველი ერთ-ერთი მტკიცებულება (ვიდეომასალა). საყურადღებო თემად იქცა, ასევე, პოლიციის ბუნდოვანებით მოცული კომუნიკაცია  სათვალთვალო ვიდეოკამერის მფლობელ პირთან, საბირ ნურიევთან და მისი ადგილმდებარეობის საკითხი. შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბის მომსწრეები გავხდით - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომელსაც გადასახადის გადამხდელები ვაფინანსებთ სამინისტროს შიგნით მომხდარ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, ამ ფაქტებს გამოეხმაურა ცალმხრივი, არაობიექტური, მიკერძოებული დასკვნით. 

2013-04-22 03:04 სრულად ნახვა

არასამთავრობოები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს აფასებენ

დღეს საიამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკუთარი მოსაზრებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ამავდროულად, საია შეუერთდა არასამთავრობო ორგანზიაციების განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 2013 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. 

2013-04-19 06:10 სრულად ნახვა

საია ციხისძირის ინციდენტის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს

საია ეხმაურება მიმდინარე წლის 14 აპრილს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც დაზარალებულთა ახსნა-განმარტებით, სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა რელიგიურ ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილობრივ მოსახლეობას.  

2013-04-19 02:17 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” ნაციონალური მოძრაობის მიერ 2013 წლის 19 აპრილს თბილისში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება.  ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2013 წლის 19 აპრილს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.  

2013-04-18 04:27 სრულად ნახვა