სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას მედიაბიზნესის თაობაზე მომზადებული კვლევა წარუდგინა

10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის ,,მედიაბიზნესი საქართველოში“ პრეზენტაცია 2012 წლის 19 დეკემბერს გამართა.    კვლევის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შესწავლილი იქნა  საქართველოში მედიაბიზნესის  განვითარების ტენდენციები. მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში მედიის მდგომარეობაა.  აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მედია სფეროს ორი უდიდესი ფუნქცია აქვს: უპირველეს ყოვლისა, მედია არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას საზოგადოებაში, მეორეს მხრივ, კი ის არის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ბიზნესი ყველა ქვეყანაში.

2012-12-19 08:02 სრულად ნახვა

საიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

2012 წლის 18 დეკემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს.   საიას წესდების თანახმად გამგეობის პირველივე სხომაზე ხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარეობის უფლება აქვს მხოლოდ სამჯერ ზედიზედ.   თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ასოციაციას 2010-2012 წლებში ხელმძღვანელობდა უკვე ორჯერ იყო არჩეული საიას თავმჯდომარედ.

2012-12-18 06:40 სრულად ნახვა

2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 400-ზე მეტი პირის ინტერესს, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უმრავლესობა არის ქართველი მოსახლეობა, რომლებმაც 2008 წლის ომის შედეგად იძულებით დატოვეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ამასთან, საია წარმოადგენს ოს დაზარალებულთა ინტერესებსაც, რომელთა მიმართ დანაშაული სავარაუდოდ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებისა თუ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ იქნა ჩადენილი. მათ შორის არის ხუთი ახალგაზრდა ოსი მამაკაცი, რომლებიც ამ დრომდე უგზოუკვლოდ არიან დაკარგულნი. ამასთან, არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომ უკანასკნელად ისინი ქართველი სამხედროების/სამართალდამცავების ხელში ნახეს. საქართველოს მიერ ამ საქმეების არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2010 წლის სექტემბრის ანგარიში - საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მას შემდგომ უგზოუკვლოდ დაკარგული პირების საქმეების გამოძიების მონიტორინგი.   

2012-12-18 04:05 სრულად ნახვა

საია საქართველოს პრეზიდენტის 2010-2012 წლების სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 2010-2012 წლების სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.    ბოლო წლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სფეროდ იქცა. როგორც წესი, აღნიშნული ფონდებიდან ათეულობით მილიონი ლარის ხარჯვა ხდებოდა. თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა, როგორც ამ ხარჯების მიზანშეწონილობა, ისე სხვადასხვა მიმართულებით გახარჯული თანხების ოდენობა.

2012-12-17 06:10 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხებზე მომზადებული კვლევა წარუდგინა

10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის ,,ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა - ძირითადი გამოწვევები ეროვნული და რეგიონული მაუწყებლებისთვის“ პრეზენტაცია 2012 წლის 14 დეკემბერს გამართა.  კვლევის ფარგლებში საიამ წარადგინა მოსაზრებები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას გასათვალისწინებელ ძირითად საკითხებზე, თუ რამდენად დიდი და მასშტაბური სამუშაო აქვს ჩასატარებელი საქართველოს, რათა ამ გამოწვევას მომზადებული შეხვდეს. 

2012-12-14 07:50 სრულად ნახვა

კითხვები რიყის შესახებ

2006 წლის 6 ივნისს ქ. თბილისის მთავრობამ  შპს „ახალი რიყესთან“ უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც ქ. თბილისის მთავრობამ შპს „ახალ რიყეს“ 43,350 კვ.მ. მეტრი ფართობი გადასცა რიყის ტერიტორიაზე. ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ფასი 7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 12,540,500 ლარს შეადგენდა.    სამეწარმეო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ შპს „ახალი რიყე“ 2006 წლის 14 აპრილს შპს „ჯი-ემ-სი ჰოლდინგმა“ და ფიზიკურმა პირმა ნიკოლოზ მახარაშვილმა დააფუძნეს. თითოეული მათგანის წილი კომპანიაში 50%-50% -თ განისაზღვრა. საწესდებო კაპიტალი კი 200 ლარით.

2012-12-12 09:01 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას მედიასთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებული კვლევა წარუდგინა

10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის ,,მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები საქართველოში'' პრეზენტაცია 2012 წლის 12 დეკემბერს გამართა.

2012-12-12 03:47 სრულად ნახვა

„ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა ტრადიციულად,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, გამართა ოლიმპიადა  სახელწოდებით: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური  უფლებებისათვის“.   ოლიმპიდა,  იმართება ბოლო 6 წელია   საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით და ყოველთვის ემთხვევა საია-ს ტრადიციულ ღონისძიებას – „ადამინის უფლებათა დაცვის კვირეულს“.წელს ოლიმპიადას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულმა ფონდმა “IRZ”-მ.

2012-12-11 06:40 სრულად ნახვა

საიამ და კონსტიტუციის 42-ე მუხლმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის ორგანიზებით  და დონორი ორგანიზაციების:  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) და    USAID-ის  ხელშეწყობით 2012 წლის 10 დეკემბერს კონფერენცია გაიმართა პროექტის ფარგლებში  “ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ციხის რეფორმის ადვოკატირება”.   კონფერენციის განსახილველ თემებს შორის იყო: ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმი, პატიმრობის კოდექსი - პრობლემური საკითხები,  პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი,   სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსება,   არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშემწყობი წინადადებები და სხვ.  

2012-12-10 05:17 სრულად ნახვა

ანგარიშის ,,ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - 2011 წელი’’ პრეზენტაცია

 9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა ეს თარიღი და ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში მონიტორინგის ანგარიშის ,,ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - 2011 წელი’’ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მომზადებულია საია-ს მონიტორინგის ჯგუფის მიერ, რომელმაც კვლევა საქართველოს 40 ადმინისტრაციულ ორგანოში ჩაატარა, კვლევა მოიცავს პარლამენტის აპარატის, სამინისტროებს, მთავრობის კანცელარიის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, ცესკოს, ეროვნული ბანკის, დამოუკიდებელი კომისიების, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების აპარატების და მერიის ადმინისტრაციების პრაქტიკის ანალიზს.

2012-12-09 06:13 სრულად ნახვა