სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კონტაქტი

კონტაქტი

2012-11-23 03:27 სრულად ნახვა

ასოციაციის მისია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ჩვენ ვსაქმიანობთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი.

2012-11-22 12:30 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტები ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისათვის საქართველოში

წლების მანძილზე საიას მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი შრომითი უფლებების დაცვა იყო. საკითხი განსაკუთრების აქტუალური 2006 წლიდან გახდა, მას შემდეგ რაც საქართველოს ახალი შრომის კოდექსი ამოქმედდა. ახალი კანონმდებლობით ფაქტობრივად გაუქმდა დასაქმებულთა დაცვის გარანტიები და დამსაქმებლები უპირატეს მდგომარეობაშ აღმოჩნდნენ. ამ ხნის მანძილზე საიას უფასო იურიდული დახმარებს ცენტრი უამრავ ადამიანს ეხმარებოდა შრომითი დავების მოგვარებაში. 2010-2011 წლებში კი საია ახორციელებდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს  ”ახალგაზრდა იურისტები ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისათვის საქართველოში”.

2012-11-20 22:06 სრულად ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება

2010 წლის დეკემბრიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია დეა, საია და „ადამიანის უფლებები და 21-ე საუკუნე“, ახორციელებს პროექტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. პროექტის ხანგრძლივობაა 15 თვე, საქმიანობები კი ხორციელდება თბილისსა და ზუგდიდში. პროექტი მიზნად ისახავს, შშმ პირთა ცხოვრების დონისა და მათი ინტეგრაციული პროცესების გაუმჯობესებას. ამ მიზნით კი სამთავრობო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას.

2012-11-20 22:00 სრულად ნახვა

საკუთრების უფლება

საკუთრების უფლების დაცვა არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რაზეც ჩვენ უკვე წლებია, რაც აქტიურად ვმუშაობთ.  ამ უფლების დარღვევის სიხშირე და მასშტაბურობა არაერთხელ გამხდარა უფლებადამცველი ორგანიზაციების წუხილის საგანი.

2012-11-20 21:56 სრულად ნახვა