სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე:   "ადამიანის უფლებები"   ჩატარდება 2 იდენტური, ორდღიანი ტრენინგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტებისათვის. 

2012-11-13 02:00 სრულად ნახვა

კვლევის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები და რეკომენდაციები“ პრეზენტაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 12 ნოემბერს კვლევის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები და რეკომენდაციები“ პრეზენტაციას  გამართა.  როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2010 წელს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამოქმედდა. საიამ კვლევაში შეაფასა, როგორც საკანონმდებლო გარემო, ისე განვითარებული პრაქტიკა, რის შედეგადაც ნათლად გამოვლინდა, რომ ახალ საპროცესო კოდექსს არ შეუცვლია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული გარემო. კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები, როგორც  კანონში, ისე პრაქტიკაში, კერძოდ:  

2012-11-12 10:30 სრულად ნახვა

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შესახებ განცხადებას ავრცელებს

2012 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი დაკომპლექტდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, შევიდა ამ ჯგუფის შემადგენლობაში. სამუშაო ჯგუფს გადაეცა თბილისის ჰელსინკის ჯგუფის მიერ კომიტეტში გაგზავნილი პოლიტიკური მოტივებით დაკავებული თუ ძებნილი პირების სია (185 პატიმარი და 13 ძებნილი პირი). გარდა ამისა, მუშაობის დაწყების შემდგომ კომიტეტს წარედგინა სხვა განცხადებებიც, რაც პერიოდულად სამუშაო ჯგუფს ეგზავნება განსახილველად. ჯგუფმა უნდა დაადგინოს, ამ სიაში მითითებული პირები წარმოადგენენ თუ არა პოლიტიკურ პატიმრებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით ან სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტით პოლიტპატიმრის დეფინიცია დადგენილი არ არის. თუმცა,  მიმდინარე წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია #1900, რომლითაც დაადგინა პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია. საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმრის საქმე შეისწავლოს მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს ევროპის საბჭოს მოთხოვნები და პოლიტპატიმრების საქმეთა შესწავლისას გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული რეზოლუცია. აქვე აღვნიშნავთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ადგენს ხუთ ძირითად კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც თავისუფლებააღკვეთილი პირი მიიჩნევა პოლიტპატიმრად.

2012-11-12 07:29 სრულად ნახვა

საია-ს წევრთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ა.წ. 24 ნოემბერს, ქორთიარდ მარიოტში გაიმართება საიას წევრთა XIX საერთო კრება.  

2012-11-07 15:21 სრულად ნახვა

საია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2012 წლის მაისის თვეში საიას მიერ გამოქვეყნდა ანგარიში „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროცესში, თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ მონაწილეობას ეხება. ანგარიშზე მუშაობის დროს საიასთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავრობამ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს 2005-2011 წლების თბილისის ბიუჯეტებიდან ჯამში 288 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა. თუმცა დღემდე უცნობია, სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად რა სახის სამუშაოები იქნა დაფინანსებული თბილისის მთავრობის მიერ ფონდისთვის გადაცემული საბიუჯეტო სახსრებით. ამასთან, ანგარიშის მომზადების პროცესში საიას ჰქონდა მცდელობა, მიეღო ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდში აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტის აქტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მიიღო.

2012-11-07 09:04 სრულად ნახვა

საია სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საია შეშფოთებას გამოთქვამს იმ მდგომარეობის გამო რასაც უკანასკნელ პერიოდში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში აქვს ადგილი, სადაც მუსლიმანურ და ქრისტიანულ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე ურთიერთობა დაიძაბა. ქრისტიანი მოსახლეობა რელიგიური უმცირესობის მიერ საკუთარი უფლებებით მაქსიმალურად სარგებლობის წინააღმდეგია, რის გამოც ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს რელიგიის თავისუფლებას, რაც თავის თავში გულისხმობს არა მარტო რწმენის ქონის, არამედ ამ რწმენის გამოხატვას, მათ შორის, რელიგიური წეს-ჩვეულებების თავისუფლად აღსრულების უფლებას. ეს უფლება სახელმწიფოს აკისრებს არა მარტო ნეგატიურ ვალდებულებას, უშუალოდ არ ჩაერიოს უფლების განხორციელებაში, არამედ უზრუნველყოს უფლების რეალიზაცია მაშინაც როდესაც მისი ხელშეშლა კერძო პირებისგან ხდება. აღსანიშნავია, რომ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯად ქმედებას.

2012-11-05 13:35 სრულად ნახვა

საპარლამენტო მდივნის ვაკანსია ქუთაისში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას ქ. ქუთაისში საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე   ძირითადი მოვალეობები: - უზრუნველყოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივნის ფუნქციების შესრულება, რაც გულისხმობს პერმანენტულ კონტაქტს საქართველოს პარლამენტთან, მის კომიტეტებთან და აპარატთან, შესაბამის სამინისტროებთან, მზადების პროცესში მყოფი საკანონმდებლო ინიციატივების დროული აღმოჩენის, პროცესის საზოგადოებისთვის გახსნილობის და საია-ს მხრიდან დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად; - თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოს მოპოვებული მასალების მიწოდება საია-ს შესაბამისი თანამშრომლებისთვის/წევრებისთვის რეაგირების მიზნით, ამ რეაგირების დროულობის კონტროლი და ადრესატამდე მიტანა, ასევე განხილვებზე შესაბამისი თანამშრომლების/წევრების დასწრება; - საჭიროებისამებრ დახმარება გაუწიოს დამქირავებელს ასოციაციაში საქართველოს პარლამენტის მიერ ექსპერტიზისათვის მოწოდებულ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებაში თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად; - საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება. - განახორციელოს ყოველთვიური ანგარიშგება გაწეულ საქმიანობაზე და წარმოადგინოს მომავალი თვის გეგმა; - ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სხვა საქმიანობის განხორციელება დამქირავებლის დავალებით.

2012-11-05 02:03 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ: - იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს. მონაწილეობის პირობები : - შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისგან შემდგარ გუნდს; - გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.

2012-11-03 02:08 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა ვიზიტი რუსთავის #16 დაწესებულებაში

  31 ოქტომბერს რუსთავის #16 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ ორგანიზაციების ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ,,წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“(GCRT) და ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენლები, რომელთაც მინიჭებული აქვთ სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება. დაწესებულებაში ვიზიტის საფუძველი იყო გავრცელებული ინფორმაცია რუსთავის #16 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არსებული დაძაბულობის შესახებ. აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაწესებულების დირექტორს, სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმრებს, ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ კორპუსებზე განთავსებულ მსჯავრდებულებს, აგრეთვე დაწესებულების შესასვლელთან შეკრებილ პატიმართა ოჯახის წევრებს.  

2012-11-01 09:24 სრულად ნახვა

საია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი უნდა მიენიჭოს

  დღეისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულება  მაუწყებლობის ფუნქციას ასრულებს. საკანონმდებლო აქტების ანალიზი კი ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოსათვის მსგავსი ფუნქციის მინიჭება.  აჭარის ტელევიზიის აღნიშნული სტატუსი წინააღმდეგობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის  მე-2 პუნქტის ჩანაწერებთან, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო; მიგვაჩნია, რომ  აჭარის ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრა დღეისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ზემოაღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მოხდეს აჭარის ტელევიზიის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. ჩვენი პოზიციით მნიშვნელოვანია, რომ  ტელევიზიას  მიენიჭოს  საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი.  

2012-10-31 11:46 სრულად ნახვა