სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია დავით ფაცაციას, დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადოშვილს ადმინისტრაციული დაკავების ფაქტს აპროტესტებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევს 2012 წლის 21-22 სექტემბერს დაკავებულ დავით ფაცაციას, დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადოშვილს. სამივე მათგანის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა (მოსამართლეები მირანდა ერემაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი) და პოლიციის მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის მოტივით ფაცაციას 40 დღით, ხოლო ცაგურიასა და ალადოშვილს 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსამართლეების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის არაერთ უხეშ დარღვევას, რამაც დაცვის მხარეს არ მისცა იმის დადასტურების შესაძლებლობა, რომ დაკავებულ პირებს სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. მოკლედ აღვნიშნავთ რამდენიმე ასეთი დარღვევის შესახებ:

2012-09-23 13:32 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ახალაიას გადადგომას ეხმაურებიან

უკანასკნელი დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები  სხვა მოთხოვნებთან ერთად ითხოვდნენ, თანამდებობა დაეტოვებინათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს. აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ გუშინ, 20 სექტემბერს გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი, რადგანაც მან მორალური პასუხისმგებლობა იგრძნო მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. თუმცა  მისი მორალური პასუხისმგებლობის დაყენება არ იქნება საკმარისი. საქართველოში არსებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში ლოგიკურია, დაიწყოს გამოძიება, რომელიც  დაინტერესდება პირადად მისი ბრალეულობის საკითხით, რადგანაც როგორც მრავალჯერ აღვნიშნეთ, მის სახელთან უშუალოდ არის დაკავშირებული პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის მეთოდების დამკვიდრება და ადამიანის უფლებების უხეში და მასიური დარღვევები. შესაბამისად, ბაჩო ახალაიას მხოლოდ თანამდებობიდან გადადგომა ვერ იქნება საკმარისი და პროპორციული ღონისძიება.

2012-09-21 13:20 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 22 სექტემბერს ზუგდიდში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 22 სექტემბერს  ზუგდიდში დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის  უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 22 სექტემბერს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.  

2012-09-21 13:15 სრულად ნახვა

„დასავლეთ საქართველოს სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდია“

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადება კონკურსს  პროგრამაზე „დასავლეთ საქართველოს სამართლის სამაგისტრო  პროგრამის სტიპენდია“ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. კონკურსს ორგანიზებას უწევს საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East-West Managment Institute). აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი საქართველოში ახორციელებს პროექტს - „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და გაძლიერების პროგრამა“ (JILEP) – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან ინიციატივას.  

2012-09-20 15:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

  გვსურს, გამოვეხმაუროთ ამა წლის 19 სექტემბრის პრეზიდენტის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. პრეზიდენტის განცხადებით, მკაცრად უნდა დაისაჯოს პატიმრების წამებაში უშუალოდ ჩართული რამდენიმე პირი  და უნდა გატარდეს გარკვეული ზომები  პენიტენციურ სისტემაში, რაც ამ ეტაპზე დროებით ღონისძიებად გულისხმობს პატრულის თანამშრომელთა შეყვანას სასჯელაღსრულების ძირითად დაწესებულებებში. მიგვაჩნია, რომ გაჟღერებული ზომები არ არის საკმარისი და პროპორციული რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის იმ შემზარავ და სისტემურ ფაქტებზე, რომლის თვითმხილველიც  საზოგადოება ბოლო დღეების განმავლობაში გახდა. ჯერ კიდევ არ დამდგარა იმ მაღალი თანამდებობის პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელთა სახელებიც უშუალოდ უკავშირდება პენიტენცურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის მასიურ შემთხვევებს. აღნიშნულ საკითხებზე ყურადღება არ გაუმახვილებია არც საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, გამოძიება არ დაინტერესებულა იმ თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხით, რომლებიც თავად იყვნენ ჩართული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში ან გულგრილად ეკიდებოდნენ დაკისრებულ პასუხისმგელობას და რეაგირების გარეშე ტოვებდნენ არსებულ შემზარავ შემთხვევებს.

2012-09-20 09:04 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიებას და შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივ და პოლიტიკური პასუხისმგებლობას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არასათანადო მოპყრობა და მისი გამოძიება სისტემური ხასიათის  პრობლემაა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელზეც წლების განმავლობაში საუბრობს როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. გავრცელებული ვიდეო მასალა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ სისტემური პრობლემისა, რომელიც არსებობს სასჯელაღსრულების სისტემაში. შესაბამისად, დაუშვებელია აღნიშნული ფაქტები განხილულ იქნას, როგორც წამების ცალკეული შემთხვევა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების ორგანიზებით შეიძლებოდა განხორციელებულიყო. არაადამიანური მოპყრობის პრობლემა არსებობს არა მხოლოდ პენიტენციალურ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც, რაზეც მეტყველებს პოლიციელთა მიერ განხორციელებული მასობრივი ძალადობის ფაქტები ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა 2011 წლის 26 მაისის, 2009 წლის 15 ივნისს, 2007 წლის 7 ნოემბერს დაკავებულ პირებზე.

2012-09-19 11:26 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღე - რეკომენდაციები მედიისათვის

წინამდებარე ნაშრომის მიზანია კენჭისყრის დღის თაობაზე სავალდებულოდ შესასრულებელი ნორმების მითითება და განმარტება მედიისათვის/დაინტერესებული პირებისათვის. დოკუმენტი ორი ნაწილისაგან შედგება. 1-9 პუნქტები ეთმობა საკანონმდებლო რეგულაციებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო 10-11 პუნქტები მოიცავს  მედიის, როგორც დამკვირვებლის სტატუსის განმარტებას და მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. ამასთანავე საია წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს პრაქტიკული გამოცდილებიდან.

2012-09-18 09:32 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ფოთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

2012 წლის 13 სექტემბერს ფოთის მშენებარე ტაძრის ეზოში ინტერვიუს ასაღებად მისულ ინტერნეტ გამოცემა TSpress.ge-ს რედაქტორს ელისო ჯანაშიასა და ჟურნალისტ იზა სალაყაიას მეუფე გრიგოლმა და სხვა სასულიერო პირებმა გადაღების საშუალება არ მისცეს. ელისო ჯანაშიას განცხადებით, სასულიერო პირებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა ძალის გამოყენებით წაართვეს და ძირს გადაუგდეს.  ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როგორც საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის, ისე  ქონების დაზიანების თაობაზე დასტურდება ვიდეოჩანაწერით. მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ საპასუხოდ გავრცელებულ წერილში სასულიერო პირი უარყოფს ინციდენტის დეტალებს  და     მომხდარში ბრალს ჟურნალისტს სდებს. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია, მოიცავს პირის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ჟურნალისტისთვის კი, მათი პროფესიიდან გამომდინარე, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ფორმა  კითხვების დასმაა.

2012-09-17 11:39 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 15 სექტემბერს ახალციხეში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 15 სექტემბერს ახალციხეში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის  უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ახალციხეში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 15 სექტემბერს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

2012-09-14 12:48 სრულად ნახვა

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან  პრაქტიკული      სამართლისა და სამოქალაქო განათლების  აქტუალურ საკითხებს. სწავლის მსურველებმა 17  სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

2012-09-11 13:20 სრულად ნახვა