სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი დააკმაყოფილა

2011 წლის 3 ოქტომბერს #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის საჩივარი განიხილა. საჩივარი ეხებოდა #16  საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ყუთის გახსნისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევას საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან.

2011-10-04 07:02 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება

მისიის ფორმატი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2011 წლის 2 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს თელავის #17 ოლქში აკვირდებოდა. საიამ კენჭისყრის დღის მონიტორინგი სამი მობილური ჯგუფის მეშვეობით განახორციელა. Mმობილურმა ჯგუფებმა სრულად დაფარეს თელავის საარჩევნო ოლქის 54 საუბნო საარჩევნო კომისია. კენჭისყრის დღის განმავლობაში საიას დამკვირვებელები სისტემატიურად ახორციელებდნენ საარჩევნო უბნების მონიტორინგს. ზოგადად, კენჭისყრის დღე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობა. კენჭისყრის დღის განმავლობაში საიას დამკვირვებლებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. ძირითადად ადგილი ჰქონდა პროცედურულ ან ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს. კენჭისყრის დღის ხარვეზები კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებული ხარვეზები ყველაზე ხშირად შეინიშნებოდა სოფელ ყარაჯალის უბნებზე (#37, #38, #39, #54), სადაც საარჩევნო ბიულეტენები არ იყო დაბეჭდილი ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზე და ამომრჩეველთა უმრავლესობა ვერ ახერხებდა ხმის დამოუკიდებლად მიცემას. საარჩევნო კაბინებში შესულ ამომრჩევლებს ხშირ შემთხვევაში ბიულეტენების შესავსებად დახმარება ესაჭიროებოდათ, რაც იწვევდა ხმის მიცემის პროცედურების არაორგანიზებულ რეჟიმში წარმართვას. იყო შემთხვევებიც, როდესაც უბნებზე მისული ამომრჩევლები მიუთითებდნენ ერთმანეთს, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტისთვის მიეცათ ხმა.

2011-10-03 14:07 სრულად ნახვა

26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა

ხვალ, 04 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების მიერ წარდგენილ სარჩელზე გაიმართება მოსამზადებელი სხდომა.  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს შვიდი განმცხადებლის ერთობლივ სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. მოსამზადებელ ეტაპზე სასამართლო იმსჯელებს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენისა და სხვა სახის შუამდგომლობების დაკმაყოფილების საკითხზე. მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნის მიზანია, სასამართლომ სრულყოფლად მოამზადოს საქმე არსებითად განსახილველად.

2011-10-03 13:03 სრულად ნახვა

ერთად დავგეგმოთ მშვიდობა

2011 წლის 1 ოქტომბერს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA),  მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტისა (CIPDD) და უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) ორგანიზებით ქ. გორში, 12:00 საათზე გაიმართა საჯარო დისკუსია, თემაზე: ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის დიალოგის შესაძლებლობებისა და უფრო მეტ ინტერაქციასთან დაკავშირებული სიძნელეები. დისკუსიის ძირითადი მიზანი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მისცემოდა,  კონსტუქციულ დიალოგში შესულიყო, როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ერთობლივად დაგეგმილიყო პრობლემის  გადაჭრის გზები. პრობლემების იდენტიფიცირება განხორციელდა პროექტის პირველ ფაზაში წარმოებული სათემო კონსულტაციების საფუძველზე.დისკუსია ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების მოგვარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეგიონებში თემების შესაძლებლობების განვითარება, როგორც მდგრადი ადრეული გაფრთხილების, კონფლიქტის პრევენციისა და ადგილობრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტის” ფარგლებში. ამავე სახის დისკუსიების გამართვა ასევე დაგეგმილია სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში. დასკვნითი დისკუსია ჩატარდება თბილისში.

2011-10-03 10:08 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო სიებზე პასუხისმგებელი ახალი დროებითი უწყების შექმნას ეწინააღმდეგებიან

როგორც ცნობილია, 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში  ინიცირებული იქნა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის დაზუსტებას სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის კარდაკარ გადამოწმების პრინციპით.“ „კომისია ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას უზრუნველყოფს 2012 წლის 1 ივლისამდე. კომისიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი სია, წარმოადგენს ამომრჩეველთა ერთიან სიას.“ კომისიის შემადგენლობაში შედიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში თავდაპირველად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც მოიაზრებოდა, არ მოგვეცა კანონპროექტის შემუშავებასა თუ განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა. კერძოდ, 26 სექტემბერს ინიცირებული კანონპროექტი ბიუროს გადაეცა იმავე დღეს, მაშინ, როდესაც კანონპროექტის ინიცირებასა და ბიუროს სხდომას შორის მინიმუმ 72 საათიანი შუალედი უნდა ყოფილიყო დაცული. გარდა ამისა, დაირღვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების რეგლამენტით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებს მის გამართვამდე 2 დღით ადრე სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებას. დროის ამ მცირე მონაკვეთში შეუძლებელია დაინტერესებული პირების  კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა.

2011-10-03 07:22 სრულად ნახვა

საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა

2011 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციებმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით შენიშვნები გააცნო. ორგანიზაციების შეფასებით შემოთავაზებული პროექტი არ გვთავაზობს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ამ მიმართულებით იგეგმება მუშობის გაგრძელება საქართველოს პარლამენტთან და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებთან. ორგანიზაციები საკუთარ მოსაზრებებს მოგვიანებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ.

2011-10-01 10:25 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდება

წინამდებარე დოკუმენტი წარმოდგენილია საიას გამგეობის მიერ, როგორც საიას წესდების ცვლილებების პროექტი, რომელიც უნდა დამტკიცდეს საიას რიგით XVIII საერთო კრებაზე, ა.წ. 29 ოქტომბერს.

2011-09-29 19:59 სრულად ნახვა

საიამ ინფორმაციის თავისუფლების დღე აღნიშნა

დღეს, 28 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე. 2011 წლის ამ დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,  პროექტის „ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, ღონისძიებები ერთდროულად ჩაატარა თბილისის, ქუთაისის, გორისა და თელავის ოფისებში. თბილისში „ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაზე თანხმობების გაცემასთან“ დაკავშირებით მომზადებული კვლევისა და საიას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია გაიმართა. საიას კვლევაში „ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაზე თანხმობების გაცემა“ ასახულია თბილისის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ადგილებში, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსებაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების კანონიერების პროცესი, ძირითადი ტენდენციები და პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემები. კვლევის მიხედვით გამოვლინდა გადაწყვეტილებების ტენდენციურად მიღების ფაქტები, „პრივილეგირებული“ კომპანიების არსებობა, ასევე, მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის შემთხვევები.

2011-09-29 07:08 სრულად ნახვა

დახურული ინტერნეტ ურთიერთობის დაკვირვების შესაძლებლობას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2011 წლის 20 სექტემბერს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს უფლებას აძლევს, სასამართლოს თანხმობის გარეშე ინტერნეტში დახურულ საუბრებს დააკვირდნენ. საია საკონსტიტუციო სასამართლოსაგან ითხოვს, დადგინდეს, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-19 (სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების უფლება) მუხლებს. 2010 წლის 24 სექტემბერს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დახურულ ინტერნეტ ურთიერთობებზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ჩანაწერი ბუნდოვანია და მისი სხვადასხვაგვარად წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა. დახურული ინტერნეტ ურთიერთობის ფორმატი წარმოადგენს ადამიანის პირადულ, ინტიმურ სფეროს, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით. აღნიშნული ნორმით პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილება ან გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება. არც ერთი ეს პირობა საიას მიერ გასაჩივრებული ნორმებით არათუ არ არის გათვალისწინებული, არამედ სასამართლო კონტროლი დახურული ინტერნეტ საუბრების დაკვირვებაზე პირდაპირ გამორიცხულია.

2011-09-26 11:29 სრულად ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების განცხადება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ 2011 წლის 15 სექტემბრის საღამოს ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ‘’ჰერკულისის’’ გაფიცული და მოშიმშილე პროფკავშირის წევრების უკანონო დარბევისა და დაკავების ფაქტების გამო. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრის, გაერთიანებული პროფკავშირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმო ‘’ჰერკულესის’’ მუშებმა გამოიყენეს საქართველოს კონსტიტუციის 33-მუხლით გარანტირებული გაფიცვის უფლება ქარხანაში არსებული გაუსაძლისი შრომითი პირობებისა გაუმჯობესებისა და პროფკავშირული საქმიანობის გამო უკანონოდ განთავისუფლებული 17 კოლეგის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით. სრულმასშტაბიან გაფიცვას, რომელიც დაიწყო 13 სექტემბერს წინ უძღოდა 2 სექტემბრის გამაფრთხილებელი გაფიცვა. საგაფიცვო პროცედურები განხორცილებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მიღებული გაფიცვის დაშლის გადაწყვეტილება კანონიერ საფუძველს იყო მოკლებული.

2011-09-23 08:12 სრულად ნახვა