სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების უფლებრივი მდგომარეობა უარესდება

5 მაისს, საქართველოს პარლამენტმა, მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. უპირველეს ყოვლისა, გვსურს განსაკუთრებული წუხილი გამოვხატოთ კანონპროექტის განხილვის დაჩქარებულ ტემპებთან დაკავშირებით, რამაც საკითხით დაინტერესებულ პირთა წრეს მოუსპო საშუალება ჩართულიყო პროცესებში და ინიციატორებისთვის წარედგინა საკუთარი შეხედულებები მასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონპროექტით მნიშვნელოვნად უარესდება საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მდგომარეობა და საფრთხის ქვეშ დგება მათი შრომითი გარანტიების არსებობა. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შეეხება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირების სამსახურში აღდგენისა და განაცდურის მიღების საკითხებს, კერძოდ:

2011-05-06 10:35 სრულად ნახვა

დღეს ამოქმედდა “მაწყებლობის შესახებ” კანონში შესული ცვლილებები მედია მფლობელების გაჭვირვალობასთან დაკავშირებით

გუშინ, 2011 წლის 2 მაისს, ოფიციალურ ბეჭდურ ორგანოში გამოქვეყნდა და დღეს ამოქმედდა საქართველოს კანონი “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შესახებ”.შეტანილი ცვლილებები ეხება მაუწყებლების მფლობელთა გამჭვირვალობას, ასევე, ლიცენზიის გაცემის წესებს, მედია მფლობელების მიერ შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენას, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის მედიის მფლობელობის შეზღუდვისა და სხვა საკითხებს.არსებული სიახლეების თანახმად, ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან 2012 წლის 1 იანვრამდე, გაასაჯაროვონ ყველა ფიზიკური პირის სახელი ვინც რაიმე ფორმით არის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მფლობელი ან მონაწილეობს მის მართვაში. გარდა ამისა, საჯარო უნდა გახადონ და საკუთარ ვებ-გვერდებზე განათავსონ ინფორმაცია შემომწირველების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიის საკითხს და განსაზღვრა, რომ უნდა შემუშავდეს სტრატეგია მის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.

2011-05-03 11:26 სრულად ნახვა

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები საარჩევნო გარემოს სრულყოფასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ახალი თაობა – ახალი ინიციატივა _ აკვირდება საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე მომუშავე მრავალპარტიული ჯგუფის მოლაპარაკების პროცესს. წარმოგიდგენთ ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მოსაზრებებს.

2011-05-02 12:57 სრულად ნახვა

საიამ, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაცია გამართა

 28 აპრილს 12:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა შეეხებოდა 2008-2010 წლებში საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. კვლევის სახელწოდებაა „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები“ და მასში ასახულია სასამართლო ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

2011-04-29 07:48 სრულად ნახვა

შსს-მ და ოთარ გვენეტაძემ საიას დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქისთვის მორალი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე ეკა მათიაშვილს, რომელსაც 2011 წლის 3 იანვარს, ვეტერანთა აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს, შსს-ს თანამშრომელმა _ ოთარ გვენეტაძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საიას დახმარებით, ეკა მათიაშვილმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. სარჩელი შეტანილი იყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე უშუალოდ ოთარ გვენეტაძის წინააღმდეგ. მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდას მოითხოვდა.

2011-04-27 13:54 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 26 აპრილის კომენტარს ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებულ კომენტარს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმეზე _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ და მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ აუცილებლად უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ადეკვატურად შეფასება და გათვალისწინება.

2011-04-27 13:25 სრულად ნახვა

რა მნიშვნელობა აქვს საქმეზე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" ევროპის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

2011 წლის 26 აპრილს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ _ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და ყურადსაღებ გზავნილებს შეიცავს საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მისამართით. კერძოდ, გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, თუ როგორ უნდა განხორციელდეს იმ დანაშაულთა გამოძიება, რომელთა ჩადენაში, სავარაუდოდ, სახელმწიფო მოხელეები მონაწილეობენ, რათა გამოძიება კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს პასუხობდეს (ეფექტური გამოძიების წარმოება). ევროპის სასამართლომ საქმეში _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ _ დარღვეულად ცნო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი, რადგან სანდრო გირგვლიანის გატაცებისა და გარდაცვალების ფაქტზე არ იყო ჩატარებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება.

2011-04-26 18:10 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ნახატებისა და პიესების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

21 აპრილს 14:00 საათზე ქალაქ გორში, სასტუმრო “ვიქტორიაში” აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ნახატებისა და პიესების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.კონკურსი მოეწყო პროექტის “გენდერულ ძალადობასთან მიმართებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების დონის ამაღლება, ინტეგრაცია და რეაბილიტაცია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საელჩო საქართველოში მხარდაჭერით.მოზარდებს საკუთარ ნახატებსა და პიესებში უნდა ეჩვენებინათ თუ როგორ აისახება ოჯახში ძალადობის შედეგად გამოვლენილი პრობლემები ადამიანების ფსიქიკაზე.კონკურსში გამარჯვებული ნახატების ავტორები არიან:1. მედეა ყირიმელი2. თამთა მერაბიშვილი3. თეონა რუსიტაშვილი4. ირაკლი მინაშვილიხოლო საუკეთესო პიესის ავტორია მანანა თარაშვილი.

2011-04-22 09:58 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

2011 წლის 18 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საიას კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით.  საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.საკონსტიტუციო სასამართლომ დააკამაყოფილა საიას, ასევე ჯაბა ჯიშკარიანის, დაჩი ცაგურიას, სახალხო დამცველის და კონსერვატიული პარტიის მოთხოვნა  და ,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულების (მათ შორის პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები) შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში საპროტესტო აქციის ჩატარების ზოგადი აკრძალვა ძალადაკარგულად ცნო.სასამართლომ არ დააკმაყოფილა ,,შეკრებისა და მანიფესტაციის” შესახებ” კანონის მე-111 მუხლის ის დებულებები, რომლები არ აძლევენ საპროტესტო აქციის მცირერიცხოვან მონაწილეებს წინასწარი გაფრთხილების არსებობის მიუხედავად, მთლიანად ან ნაწილობრივ  მოახდინონ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ბლოკირება.

2011-04-18 12:06 სრულად ნახვა

დაფუძნდა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“

გუშინ, 2011 წლის 13 აპრილს, კოალიციის 11 დამფუძნებელმა ორგანიზაციამ, კლუბ ”ფრონტლაინ ჯორჯიაში” ჩაატარა პრესკონფერენცია, რომელზეც საზოგადოებას ემცნო  კოალიციის შექმნის მიზანი და მისი სამომავლო საქმიანობები.კოალიციის შექმნის მიზანია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში მედია სფეროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და პოზიტიური გავლენა მოახდინოს მედიის როლის გაძლიერებაში დემოკრატიის განვითარების პროცესში და მედიაგარემოს გაუმჯობესებაში.ამ მიზნების განსახორციელებლად კოალიციამ გამოხატა მზაობა, მიმართოს  ყველა ძალისხმევას  რათა გაუმჯობესდეს მედიის მარეგულირებელი კანონმდებლობა, განხორციელდეს მუდმივი  კონტროლი კანონის შესრულებაზე და დაცული იყოს ჟურნალისტთა უფლებები და მედიის ფინანსური დამოუკიდებლოება. კოალიციამ საზოგადოებას მისი საქმინობის უახლოესი ნაბიჯებიც გააცნო, რომელთა თანახმად ის აქტიურად იმუშვება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ”ბი-სი-ჯი”-სათვის დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის შესაწვალის ამსახველი კველვის შედეგების შესაწავლაზე, რადგან საეჭვოა კვლევის შედეგების სარწმუნოობა.

2011-04-14 14:51 სრულად ნახვა