სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისას რეგლამენტი დაარღვია

2010 წლის სექტემბერში, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულ რეჟიმში, დახურულ კარს მიღმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მიერ დადგენილი პრინციპების დარღვევით მიიღო საპროცესო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი, რითაც საშუალება წაართვა დაინტერესებულ მხარეებს, გამოეთქვათ და დაეცვათ საკუთარი მოსაზრებები პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებათა პროექტის პრეზენტაცია 1 სექტემბერს წარმოადგინა, პროექტის პარლამენტში გადაგზავნილი ვერსია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი აღარ გამხდარა.

2010-10-13 10:52 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მოსაზრებები UPR-თვის მთავრობის ანგარიშის პროექტზე

2010 წლის 8 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომელშიც შედის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა საკუთარი მოსაზრებები საქართველოს მთავრობის მიერ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის (UPR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გასაგზავნი ეროვნული ანგარიშის პროექტზე.კოალიციის შეფასებით, მთავრობის ანგარიში ზოგადია და მასში არ არის წარმოდგენილი მთავრობის შეფასება ადამიანის უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებთან და სისტემური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დღემდე დაუსჯელი რჩება.

2010-10-08 13:44 სრულად ნახვა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს!

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპროტესტებს ტელე-რადიო კომპანიის “თრიალეთი” გენერალური დირექტორის, ჯონდი ნანეტაშვილის მიმართ საპატრულო პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს.2010 წლის 7 ოქტომბერს ტელე-რადიო კომპანიის “თრიალეთი” გენერალური დირექტორი ჯონდი ნანეტაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გააჩერეს ქ. გორში ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩის კვეთასთან არსებულ შუქნიშანთან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯონდი ნანეტაშვილს განუმარტეს, რომ ავტომანქანის მართვისას ტელეფონზე საუბრის გამო ადმინისტრაციული წესით უნდა დაეჯარიმებინათ. აღნიშნული დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1182-ე მუხლის თანახმად, 10 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

2010-10-08 10:22 სრულად ნახვა

საია პარლამენტს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნას წარუდგენს

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტს  საკუთარ შენიშვნებსა და წინადადებებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის 20 ივლისს ინიცირებულ კონსტიტუციური კანონის პროექტთან ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” დაკავშირებით.საია თავს უფლებას აძლევს, კიდევ ერთხელ შეაფასოს უარყოფითად კონსტიტუციის მიღების დაჩქარებული ტემპი,  რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა მხედველობაში არ მიიღო არც ვენეციის კომისიის თხოვნა წარმოდგენილი პროექტის განხილვების ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გადადების შესახებ.

2010-10-07 13:35 სრულად ნახვა

საია ინდივიდუალურ მეწარმეთა მასიურ დაკავებას აპროტესტებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ინდივიდუალური მეწარმეების მასიურ დაკავებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გამოყენებული ღონისძიება - 80-მდე პირისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით, არ შეიძლება სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულად ჩაითვალოს.    გუშინ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 5 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაახლოებით 80-მდე ინდივიდუალური მეწარმე დააკავა. დაკავებას წინ უძღვოდა მათი უმრავლესობის მოწმის სახით დაკითხვა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე (რომელიც დაკავებულთა ნაწილის ინტერესებს იცავს), დაკავებულების ნაწილი ბრალდებულის სახით ჯერ კიდევ არ არის პასუხისგებაში მიცემული. სავარაუდოდ, როგორც წინასწარ ცნობილია, მათ ბრალს წაუყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე (საბაჟო წესების დარღვევა) და 362-ე (დოკუმენტების გაყალბება) მუხლებით.

2010-10-06 12:57 სრულად ნახვა

საიამ “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონის პროექტზე დასკვნა წარადგინა

2010 წლის 3 სექტემბერს პარლამენტის წევრების, ლაშა თორდიას, კახაბერ ანჯაფარიძის და პავლე კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ”. კანონპროექტი პრინციპების დონეზე გვთავაზობს პირადი მონაცემების დამუშავების საფუძვლებს.იგი თანაბრად ეხება როგორც საჯარო დაწესებულებების, ისე კერძო პირების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

2010-10-05 09:31 სრულად ნახვა

საია განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შუამდგომლობით მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბ-ნ დიმიტრი შაშკინს შუამდგომლობით მიმართავს.როგორც ცნობილია, საია სამართლებრივ დახმარებას უწევს დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირებს, რომლებიც ამჟამად განსახლებულნი არიან გარდაბანში.

2010-10-02 09:52 სრულად ნახვა

საიამ ინფორმაციის თავისუფლების დღე აღნიშნა

28 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე.საიამ 2009 წელს საზოგადოებას გააცნო ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქრთველოში არსებული უმთავრესი პრობლემები. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის განამვლობაში წინსვლა აღნიშნულ საკითებთან დაკავშირებით არ შეინიშნება. ამდენად, საზოგადოებას ხელმეორედ ყოველგვარი ცვლილებების გარეშე უნდა წარმოვუდგინოთ იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომლებიც გამოვლენილ იქნა 2009 წელს:

2010-09-29 09:41 სრულად ნახვა

საია აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის შესაქმნელად დაინტერესებულ ორგანიზაციებს იწვევს

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში 2009 წელს ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. ფორუმის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან; ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან; ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2010-09-27 12:57 სრულად ნახვა

საია “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” დასკვნას აქვეყნებს

2010 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ლ. თორდიამ, კ. ანჯაფარიძემ და ზ. კუკავამ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინეს კანონპროექტი “ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, რომელიც მოიცავდა კანონის პროექტს “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”.კანონს ემატება ახალი მე-91 მუხლი, რომელსაც შემოაქვს ტერმინი შეჩერება და ზედაპირული შემოწმება. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს პოლიციის თანამშრომლის მიერ პირის შეჩერებას იმისთვის, რათა დადასტურდეს ან გაქარწყლდეს ეჭვი ამ პირის დანაშაულში მონაწილეობის შესახებ.

2010-09-17 14:39 სრულად ნახვა