სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია წინასაარჩევნოდ მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

საია წინასაარჩევნოდ მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. იხ. ანგარიში

2008-05-18 20:00 სრულად ნახვა

საიამ წინასაარჩევნოდ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვს კანონის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღეს  ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული მონაცემების გაცნობა იზღუდება. საია მიიჩნევს, რომ ვიდეოთვალის ჩანაწერის სრულად გაცნობის შეზღუდვა არაკონსტუტუციურია და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილ ინფორმაციის თავისუფლების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე ამავდროულად სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რათა სასამართლომ შეაჩეროს სადავო ნორმატიული აქტის მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა რომც ცნოს არაკოსნტიტუციურად, მისი 2008 წლის 21 მაისის არჩევნებზე მოქმედებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ამომრჩეველთა უფლებებს, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება იმ მიზნის სრულყოფილი განხორციელება, არჩევნების პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება და დარღვევებზე რეაგირება, რისთვისაც შემოღებულ იქნა ვიდეოთვალით დაკვირვება.

2008-05-12 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება წინასაარჩევნოდ საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის

5-დან 13 მაისამდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნების ეგიდით სპეციალური, ავტოტურები შედგება. მოხალისეები საქართველოს 27 რეგიონულ ცენტრში ჩავლენ და ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროცედურებს დეტალურად გააცნობენ. შედგება როლური თამაშები, რომელშიც თავად ადგილობრივი მოსახლეობაც იქნება ჩართული. კამპანიის “აირჩიე მომავალი, წადი არჩევნებზე” ფარგლებში გაიმართება თეატრალიზებული არჩევნების დღე, სადაც ადგილობრივებს პრაქტიკაშივე შეეძლებათ გაიარონ ყველა ის პროცედურა, რომელიც 21 მაისს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემისთვისაა საჭირო. სპეციალურად ამ კამპანიისთვის გაფორმებულ ავტობუსებს გაყვება ჯგუფი “ფრანი”, რომელიც მოსახლეობასთან ერთად ასევე მიიღებს მონაწილეობას როლურ თამაშებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით. იხ. შეხვედრების განრიგი

2008-05-03 20:00 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნებიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა დონის არჩევნების მონიტორინგის პროცესში. იმ ჭეშმარიტების გათვალისწინებით, რომ არჩევნები არ იწყება კენჭისყრის დღეს, ცხადზე ცხადია, ნებისმიერი არჩევნების კანონიერების, დემოკრატიულობის თუ გამჭვირვალობის დასადგენად, აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს წინასაარჩევნო კამპანიას. საიამ 2008 წლის 5 თებერვალს, სამ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან ერთად, გამოაქვეყნა "10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად".  საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი ამ პრინციპებს ემყარება. ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ, თუ რამდენად ხდება საარჩევნო კანონმდებლობის დაცვა საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური სუბიექტების, მედია საშუალებების, საჯარო მოხელეებისა და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან და მოვახდინოთ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში. საია წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდება თბილისსა და 7 რეგიონულ ცენტრში (თელავი, რუსთავი, დუშეთი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი). მონიტორინგში ჩართულნი არიან საიას იურისტები და მედია მონიტორინგის სპეციალისტები. მოცემული ანგარიში მოიცავს ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან (21 მარტი) 25 აპრილის ჩათვლით. საია გააგრძელებს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს. კენჭისყრის დღემდე გამოქვეყნდება პირველადი საბოლოო ანგარიში და კენჭისყრის შემდეგ წინასაარჩევნო მონიტორინგის საბოლოო ანგარიში. იხ. ანგარიში

2008-04-29 20:00 სრულად ნახვა

საიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი დარღვევები დააფიქსირა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის 1 აპრილიდან ახორციელებს საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს თბილისში რუსთავში, თელავში, გორში, დუშეთში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოების დარღვევის შემდეგი ფაქტები: საჯარო მოხელეთა მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში. ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესების ფაქტები საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების მხრიდან (კერძოდ, ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეებისათვის საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემის და ასეთი სახის ფასეულობათა გადაცემის დაპირების ფაქტებს).

2008-04-17 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა

17 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან (ახალი თაობა – ახალი ინიციატივა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო) საქართველოს საარჩევნო კოდექსით წინასაარჩევნო პერიოდში გათვალისწინებული ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი

2008-04-16 20:00 სრულად ნახვა

15 აპრილი, “სიყვარული ტრეფიკინგის წინააღმდეგ”

15 აპრილს მუშთაიდის ბაღში საიას პროექტის “არა - ადამიანებით ტრეფიკინგს” ფარგლებში ქართველი მომღერლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი ლოზუნგით “სიყვარული ტრეფიკინგის წინააღმდეგ”. ღონისძიება სიყვარულის დღის აღსანიშნავად და აგრეთვე ანტი-ტრეფიკინგული ცნობიერების ასამაღლებლად დაიგეგმა.

2008-04-15 20:00 სრულად ნახვა

ღია წერილი პრეზიდენტს წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის შექმნის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ციხის საერთაშორისო რეფორმა და ჰუმან რაითს ვოჩი ღია წერილით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის რეალური იმპლემენტაციისათვის. 2006 წლის 22 ივნისს საქართველოსთვის ძალაში შევიდა “წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ” გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმი. სახელმწიფომ ვალდებულება აიღო ერთი წლის ვადაში, 2007 წლის 22 ივნისამდე შეექმნა ამ კონვენციით გათვალისწინებული წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მყარი გარანტიებით. სულ ახლახანს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილია წამების პრევენციის მექანიზმის შესრულების ფუნქცია პრეზიდენტის ბრძანებულებით დაევალოს სახალხო დამცველს დამოუკიდებლობისა და ეფექტური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი გარანტიების შექმნის გარეშე. “ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს” მოწვეული წევრები ციხის საერთაშორისო რეფორმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ჰუმან რაითს ვოთჩი მოუწოდებენ საქართვლოს პრეზიდენტს არ მოახდინოს პრეზიდენტის ბრძანებულებით აღნიშნული საკითხის დარეგულირება, არამედ მოხდეს საზოგადოების მონაწილეობაზე დაფუძნებული წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის რეალური შექმნა საქართველოს სახალხო დამცველთან, სახალხო დამცველის გაძლიერებით და ამ მექანიზმის დამოუკიდებლობისა და არსებობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო გარანტიების უზრუნველყოფით. იხ. თანდართული წერილი

2008-04-08 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომავალი იურისტებისთვის სპეციალური ვებ-პორტალი შექმნა

1 აპრილს სასტუმრო თბილისი მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბრიტანეთის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ახალი ვებ-გვერდის www.legaleducation.ge პრეზენტაცია მოაწყო. პორტალის მეშვეობით ყველა აბიტურიენტსა თუ სხვა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში აკრედიტირებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის შესახებ, რომელსაც აქვს იურიდიული სწავლების განყოფილება.

2008-04-01 20:00 სრულად ნახვა

საარჩევნო კოდექსში 21 მარტს განხორციელებული ცვლილებების პირველადი შეფასებები

საქართველოს პარლამენტმა 21 მარტს მესამე მოსმენით კენჭი უყარა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს. წარმოგიდგენთ საიას პირველად შეფასებებს მოცემულ ცვლილებებთან დაკავშირებით.  იხილეთ თანდართული შეფასებები.  აგრეთვე იხილეთ "2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი პრობლემები და შემუშავებული რეკომენდაციები”

2008-03-23 20:00 სრულად ნახვა