სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დასაშვებად სცნო

7 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დასაშვებად სცნო. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მთავრობის განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ავალებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  7 100 000 ლარი გამოყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სასუქის შეძენისა და ტრანსპორტირების მიზნით.გასაჩივრებული განკარგულებით მთავრობა აგრეთვე ავალებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, განკარგულების სწორედ ეს ნაწილია სრულიად უკანონო, ვინაიდან კანონმდებლობით, შესყიდვის განხორციელების მეთოდს შემსყიდველი ორგანიზაცია ირჩევს და "ერთ პირთან მოლაპარაკების" მეთოდის არჩევის შემთხვევაში კი სწორედ შემსყიდველი ორგანიზაციაა მის ადეკვატურობაზე პასუხისმგებელი.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე ერთი წელია ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსურ მონიტორინგს, რომლის შედეგების თანახმადაც, აღნიშნული ფონდებიდან ფინანსური სახსრების განკარგვა არ მიმდინარეობს კანონის დაცვით.

2006-04-06 20:00 სრულად ნახვა

პლაკატების კონკურსი თემაზე “არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  პროექტი “არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს”, რომელიც ხორციელდება ა.შ.შ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით აწყობს პლაკატების კონკურსს თემაზე “არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს”.ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ამობეჭდილი  ფორმატით – არანაკლებ A4 (1 ცალი), ასევე ელექტრონული სახით (PDF ფაილად).5 გამარჯვებული ნამუშევარი დაჯილდოვდება!პირველი პრიზი – 300$მეორე პრიზი – 200$მესამე პრიზი – 100$მეოთხე – მეხუთე ადგილები დაჯილდოვდება ფასიანი სამახსოვრო საჩუქრებით.გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.გამარჯვებული პლაკატების საკუთრებისა და არაკომერციული დანიშნულებით გამოყენების უფლება გადაეცემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 25 აპრილის 18.00 საათი. ნამუშევრები უნდა წარადგინოთ საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციაში კრილოვის ქუჩა #15. ტელეფონი: 936301 ან 952353ელ-ფოსტა: khatuna_chitanava@gyla.gewww.gyla.ge დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ დანართში.

2006-04-04 20:00 სრულად ნახვა

საია მიხეილ მაჭავარიანს ძალოვანი უწყებების ფონდების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში დახმარებას სთხოვს

4 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს "სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდისა" და "ქართული არმიის განვითარების ფონდის" საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიმართა და დახმარება სთხოვა. მიხეილ მაჭავარიანმა 2 აპრილს სატელევიზიო გადაცემა "დროებაში" განაცხადა, რომ აღნიშნული ფონდების საქმიანობა ღია და გამჭვირვალეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სთხოვს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, დახმარება გაუწიოს დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთი წლის განმავლობაში ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურების ფონდების საქმიანობისა და თანხების ხარჯვის შესახებ, მაგრამ უშედეგოდ. სასამართლო დავებზე მოპასუხე მხარეები (შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა) ცალსახად ამტკიცებდნენ, რომ ფონდი კერძო სამართლის იურიდიული პირია და მისი საქმიანობა გამჭვირვალე არ არის.

2006-04-03 20:00 სრულად ნახვა

შეხვედრა რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე და ასოციაციის თანამშრომელი ლალი ჩხეტია  28-29 მარტს  სამუშაო ვიზიტით  აჭარასა და იმერეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტების მიზანი იყო ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა და  რეგიონში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების განხილვა.  ბათუმში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალის ოფისში გამართულ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციათა 30 წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონისთვის საჭირბოროტო საკითხები და სამოქალაქო სექტორის როლი ამ პროცესებში.  დაისახა ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები.

2006-03-29 20:00 სრულად ნახვა

აჭარის ტელევიზიის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია

31 მარტს, 14.00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალში აჭარის ტელევიზიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტრებიდან ერთ-ერთი აჭარის ტელევიზიასთან იყო დაკავშირებული. ჩვენს მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ აჭარის ტელევიზიაში დღემდე არსებობს უამრავი მოუგვარებელი და სამართლებრივად პრობლემატური საკითხი, რომლებიც საზოგადოების რეაგირებას მოითხოვს.

2006-03-29 20:00 სრულად ნახვა

“სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” თანხები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არ არის

დღეს, 29 მარტს,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა (გიორგი) ბოკერიამ გააკეთა საჯარო განცხადება “სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ აღნიშნული ფონდის საქმიანობა არის საჯარო, გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს ფონდის თანხების განკარგვის  შესახებ ინფორმაცია.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთი წლის განმავლობაში ყველა კანონიერი საშუალებით ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია “სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის” საქმიანობისა და ხარჯვის შესახებ, მარგამ უშედეგოდ.

2006-03-28 20:00 სრულად ნახვა

პროექტის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია

 27 მარტს სასტუმრო Courtyard Marriott-ში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის, “ინფორმაციის თავისუფლება, სამართლებრივი რეფორმა და ფინანსური გამჭვირვალობა”, შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია. პროექტი “ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივისა” (OSJI) და “ღია საზოგადოება ინსტიტუტის” (OSI) დაფინანსების ფარგლებში 2005 წლის 1 მარტიდან 2006 წლის 1 მარტამდე გრძელდებოდა.

2006-03-26 20:00 სრულად ნახვა

გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილები კვლავ ერთ საკანში იმყოფებიან

22 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეშვიდე საპყრობილეში იმყოფებოდა. მან სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილები – შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები - ალანია, აფციაური, ბიბილური და ღაჭავა მოინახულა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ანა დოლიძეს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ნებართვის გარეშე შევიდეს ნებისმიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა გაეცნოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და რეკომენდაციები მიაწოდოს საქართველოს პრეზიდენტს.

2006-03-23 20:00 სრულად ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი წარმოებაში მიიღო

23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დასაშვებად სცნო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი. სარჩელი ეხება საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის #66 განკარგულების “ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” ნაწილობრივ ბათილად ცნობას.აღნიშნული განკარგულების პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ავალებს 23 500 000 ლარის გამოყოფას სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტებისათვის. მე-2 ნაწილი კი მისი შესრულების კონტროლს ავალებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს.

2006-03-22 20:00 სრულად ნახვა

თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC)

2006 წლის თებერვალში საია-მ  თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC).თანამშრომლობის პრაქტიკული დეტალების განხილვის მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრსა და საია-ს შორის შეხვედრა თებერვალში ამ ორგანიზაციის ლონდონის ოფისში შედგა. გადაწყდა, რომ ერთობლოვი პროექტი თავიდან სამ ძირითად საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას:სამარალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. ექსპერტის დახმარებით და სახელმძღვანელო პრონციპების მიწოდებით  EHRAC დაეხმარება საია-ს სტრასბურგში განაცხადთა წარგზავნაში;ტრენინგის ჩატარება თბილისში.  ტრენინგი, სავარაუდოდ, 2006 წლის აპრილში ჩატარდება; საია-ს წარმომადგენლის მონაწილეობა ლონდონსა და სტრასბურგში EHRAC –ის სამართლებრივი უნარჩვევების განვითარების პროგრამაში.

2006-03-21 20:00 სრულად ნახვა