საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ს.ჯ.-ს დედის ინტერესებს. ს.ჯ. ყოფილი მეუღლისაგან (რომელიც იყო პოლიციის თანამშრომელი) წლების განმავლობაში განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ძალადობის შესახებ მსხვერპლმა არაერთხელ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა, მათგან არ განხორციელდა დროული და ეფექტური რეაგირება. შედეგად, მოძალადემ სამსახურეობრივი იარაღით მოკლა იგი.
2017-10-03 12:40 სრულად ნახვასამართალდარღვევის ფაქტის დასადასტურებლად პოლიციის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად ჩაითვალა
2017-10-03 12:37 სრულად ნახვა2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო დანაშაულის პრევენციის ცენტრის საკასაციო საჩივარი, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლომ შესაბამისი დაწესებულებიდან დასაქმებულების გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ. ცენტრს დაევალა მათი აღდგენა და გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელეები უკანონოდ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს.
2017-09-18 14:54 სრულად ნახვასაია-ს თბილისის ოფისი იცავდა მოქალაქის ინტერესებს, რომელმაც 2010 წელს ქუჩაში ნაპოვნი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი, მძიმე დაზიანებები. აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომელიც წლების განმავლობაში არაეფექტურად მიმდინარეობდა. საია-ს დახმარებით დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედითი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო დაზარალებულის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
2017-09-01 10:40 სრულად ნახვა2005 წლის 3 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. 2017 წლის 13 ივლისს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა[1].
2017-07-17 12:24 სრულად ნახვაუზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდებული ძმის გარდაცვალების გამო დას აუნაზღაურდა მორალური ზიანი.
2017-07-07 10:31 სრულად ნახვასაიას დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ გავრცელებას. ბრალდებული მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა და თვლიდა, რომ უდანაშაულო იყო. პროცესების მსვლელობის დროს ბრალდებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულის გარდაცვალების გამო სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, რასაც საია-ს ადვოკატი არ დაეთანხმა.
2017-07-03 15:53 სრულად ნახვა9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებული 5 პირი სამართალდამრღვევებად არ ცნო და საქმის წარმოება შეწყვიტა. მათგან 4 პირის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.
2017-06-10 12:54 სრულად ნახვა2017 წლის 8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების შემდეგ, პირის მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.
2017-06-08 19:37 სრულად ნახვასაია-ს თბილისის ოფისი იცავდა პირს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ედავებოდა მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობაში, რაც გამოიხატა მისი არასრულწლოვანი შვილის მიერ ცივი იარაღის ტარებაში.
2017-06-05 13:11 სრულად ნახვა