სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

ძირითადი ვალდებულებებია:

- უხელმძღვანელოს საიას ზუგდიდის ოფისს;

- დაგეგმოს რეგიონული ოფისის მიერ თვის განმავლობაში განსახორციელებელი სამუშაოები; უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტების (მათ შორის ფინანსური) და პერიოდული  ანგარიშების მომზადება;

- უხელმძღვანელოს ოფისის უფასო იურიდიული დახმარების მიმართულებას, გაანაწილოს საქმეები და ოფისში შემოსული კორესპონდენცია თანამშრომლებს შორის;

- უზრუნველყოს ორგანიზაციის ფინანსური და მატერიალური რესურსების განკარგვა ორგანიზაციის მიერ დადგენილი შიდა რეგულაციების შესაბამისად; 

- საიას სახელით წარმოადგინოს ორგანიზაცია გარე ურთიერთობებში;

- პასუხისმგებლობა აიღოს ოფისის თანამშრომელთა მიერ ანგარიშების მომზადებაზე;

- საჭიროების შემთხვევაში გასწიოს იურიდიული კონსულტაციები და საადვოკატო  მომსახურება;

- მონაწილეობა მიიღოს საიას სახელით ტელე-რადიო გადაცემებში და მისცეს შესაბამისი ინტერვიუები;

- ითანამშრომლოს  ადგილობრივ თვითმმართველობებთან;

- შეასრულოს  ყველა ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საიას საქმიანობასთან;

- დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა;

- ხელი შეუწყოს საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრებას; ასევე ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრებას.

  

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

- უნარი უხელმძღვანელოს თანამშრომლებს, მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაცია და შეძლოს მისი დამუშავება;

- მესამე პირებთან (თანამშრომლები, წევრები, ბენეფიციარები, ჟურნალისტები, სტუმრები) ურთიერთობის აუცილებელი უნარები, მათთან დიპლომატიური, კომპეტენტური და ტაქტიანი კომუნიკაციის მანერა;

- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, დეტალებზე ორიენტირება;

- ზეპირი და წერილობითი ხასიათის მსჯელობის, დისკუსიის წარმართვის, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების და ინფორმაციის  ანალიზის უნარი;

- კვალიფიციური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;

- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

- აკადემიურად გამართული წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციის წარმოების უნარი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;

- პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (მათ შორის, სასურველია მენეჯერად/პროექტის მართვის 1 წლიანი გამოცდილების ქონა);

- უცხო ენის - ინგლისური ენის ცოდნა (დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

კონკურსის ეტაპები:

- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 28 აპრილი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577 44 14 94.

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge