სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ანდრანიკ მინასიან

ადვოკატი

ელ. ფოსტა: aminasian@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

ანდრანიკ მინასიანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გუნდს 2017 წლის სექტემბერს შეუერთდა.

ანდრანიკი 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი.

2018 წლის მაისიდან 2019 წლის დეკემბრამდე მუშაობდა საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე.

2018 წლის თებერვლიდან მაისამდე მუშაობდა საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტის პოზიციაზე.

2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე იყო საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატის თანაშემწე.

2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის თებერვლამდე იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ის „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ის ადვოკატის თანაშემწე/სტაჟიორი.

2017 წლის თებერვლიდან აპრილამდე იყო საადვოკატო ბიურო სპს „კორძახია, ჟღენტი“-ის (Kordzakhia, Jgenti Law Firm) ადვოკატის თანაშემწე/სტაჟიორი.

ანდრანიკი არის რამდენიმე კვლევის ავტორი/თანაავტორი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციასა თუ ტრენინგში. არის არაერთი იმიტირებული სასამართლო პროცესის, სტუდენტური ოლიმპიადისა თუ კონფერენციის მონაწილე და გამარჯვებული.

ანდრანიკ მინასიანს წარჩინებით აქვს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად, ის არის ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი და მუშაობს სამაგისტრო ნაშრომზე.