სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნონა ქურდოვანიძე

სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი / თავმჯდომარის მოადგილე

ელ. ფოსტა: nkurdovanidze@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

ნონა ქურდოვანიძე 2019 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს სამართლებრივი დახმარების პროგრამას და არის საია-ს დირექტორთა საბჭოს წევრი. პროგრამა აერთიანებს საია-ს 9 ოფისში მოქმედ იურიდიული დახმარების ცენტრებს, საკონსტიტუციო სამართალწარმოებისა და საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდებს. ნონა პასუხისმგებელია შესაბამისი პროგრამის სტრატეგიულ დანერგვასა და განვითარებაზე, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების ეფექტიან განხორციელებაზე, სტრატეგიული სამართალწარმოების შემთხვევების მართვაზე, ასევე, შესაბამისი საორგანიზაციო და მართვის სისტემის განვითარებაზე.  

იგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2009 წლიდან. სხვადასხვა დროს  იკავებდა ადვოკატის, დევნილთა უფლებებთან დაკავშირებული პროექტების კოორდინატორის, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, წამების მსხვერპლთა უფლებებთან დაკავშირებული პროექტის კოორდინტორის პოზიციებს. ნონა 2015 წლიდან არის საია-ს გამგეობის წევრი. 2018 წლის თებერვლიდან გამგეობის მიერ არჩეულია თავმჯდომარის მოადგილედ.

იგი 2009 წლიდან არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით და პირადად აქვს ნაწარმოები 100-ზე მეტ საადვოკატო საქმე საერთო სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

ნონა არის 10-მდე კვლევის ავტორი/თანაავტორი, რომელიც მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობას, არასათანადო მოპყრობას, მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას, დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას და სათანადო საცხოვრებლის უფლებას შეეხება.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციასა თუ სასწავლო პროგრამაში. მათ შორის, გახლავთ:

 -   დიდ ბრიტანეთში ჯონ სმიტის სასტიპენდიო პროგრამის ,,გაფართოებული ევროპისთვის“ 2018 წლის მონაწილე;

 -    ბუდაპეშტში ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ,,სტრატეგიული სამართალწარმოება“ მონაწილე 2017 წელს;

 -   აშშ-ში ,,საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის“ (IVLP) მონაწილე 2014 წელს. 

ნონა ქურდოვანიძე ფლობს მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში.