ელ. ფოსტა: rtinikashvili@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
რატი თინიკაშვილი 2015 წლის აგვისტოდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
2015 წლიდან დღემდე - გახლავთ საიას საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების იურისტი;
2016 წლიდან დღემდე - იგი არის საარჩევნო მისიის დამკვირვებელთა ტრენერი, აგრეთვე, წარმოადგენს ორგანიზაციას საარჩევნო დავების განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოებში;
2016 წელს - იყო IREX-ის ტრენერი ჟურნალისტებისთვის;
2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ივლისამდე - მუშაობდა საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატის თანაშემწედ;
2014 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე - იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტი;
2013 წლის მაისიდან აგვისტომდე - სტაჟირება გაიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოში;
რატი თინიკაშვილი არის 10-მდე კვლევისა და ანგარიშის ავტორი და თანაავტორი.
იგი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში.
ამჟამად, გახლავთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მუშაობს კვლევაზე საარჩევნო დავების მიმართულებით.