სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნოდარ ჯიქია

პროექტის კოორდინატორი

ელ. ფოსტა: njikia@gyla.ge

რეგიონი: ქუთაისი

2004 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროექტების კოორდინატორად. 2001-დან 2004 წლამდე ფილიალის თავმჯდომარედ. 2000-დან 2001 წლამდე მუშაობდა ფილიალის პროგრამების დირექტორად. 1994-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად. 1992-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული განყოფილების წამყვან სპეციალისტად. 1991-1992 წელს ქ. წყალტუბოს პრეფექტურაში, პრეფექტის პირველ მოადგილედ. 1990-1991 წლებში წყალტუბოს საქალაქო საბჭოს აღმასკომის, თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1989-1990 წლებში იყო სსრ კავშირის დეპუტატის თანაშემწე.