სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაჭიანურების გამო მოქალაქისთვის ზიანის ანაზღაურება დაევალა

2021-02-24 17:58
Featured image

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაჭიანურების გამო მოქალაქისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება დაევალა. საქმე შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო კომპანიას დაკისრებული ჰქონდა მოსარჩელის სასარგებლოდ მკურნალობის (პროთეზირების) ხარჯების ანაზღაურება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო იყო ბიუროს უმოქმედობა, რაც გამოიხატებოდა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის აუქციონზე დაახლოებით 3 წლის დაგვიანებით რეალიზაციაში. სასამართლომ განმარტა, რომ ბიუროს იმთავითვე შეეძლო უძრავი ნივთის შეფასება და აუქციონზე მისი რეალიზაცია, ამ პროცესის გაჭიანურებამ კი, მოსარჩელეს მიაყენა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოსარჩელის ინტერესებს ორივე დავის ფარგლებში საია იცავდა.