სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

"ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის"

2007-11-26 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ოლიმპიადას "ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის".

ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდობის სამართლებრივ აღზრდას, მათ ჩაბმას სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში, საზოგადოებაში სამართლის უზენაესობის განმტკიცებას, მოქალაქეთა ძირითადი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი საქმიანობის პროპაგანდას.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა (გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისაგან) უნდა მოგვმართონ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისში:

განცხადების მიღების ბოლო ვადა – 30 ნოემბერი, 2007 წ.

კრილოვის #15, თბილისი
ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონებზე: 93 61 01 ან; 95 80 33;
ფაქსი: 92 32 11
E-mail: ltic@gyla.ge

გადმოწერეთ: განაცხადის ფორმა, დებულება