სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ახალგაზრდა იურისტებმა სიღნაღის მოსახლეობას იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს

2006-05-28 20:00
Featured image

2006 წლის 22-25 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის, თელავის და გორის ოფისების მიერ ერთობლივი ავტოტური  განხორციელდა კახეთის რეგიონში. შეხვედრები სიღნაღის რაიონის სოფლებში შედგა, სადაც სოფლის მოსახლეობას უფასო იურიდიული კონსულტაცია გაეწია.

შეხვედრები გაიმართა სიღნაღის რაიონის ათ სოფელში: ერისიმედი, ტიბაანი, ძველი ანაგა, ბოდბისხევი, ნუკრიანი, ქვემო მაღარო, ზემო მაღარო, ულიანოვკა, ზემო ბოდბე, ქვემო ბოდბე. მოსახლეობასთან შეხვედრები იმართებოდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში – სკოლებში, სოფლის საკრებულოებში.

მოსახლეობას დამატებითი ინფორმაციისათვის მათთვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული პუბლიკაციები დაურიგდათ.