სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტენდერი აუდიტორული მომსახურების შესაძენად

2018-12-10 11:15
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს აუდიტორული მომსახურების შესაძენად და იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: www.gyla.ge

მომსახურება უნდა მოიცავდეს: 

- ასოციაციის 2017 წლის ორგანიზაციული აუდიტი, წლიური ბრუნვის ოდენობაა 4130000 ლარი;

 

წინადადების წარმოდგენა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

1. ფინანსური აუდიტის ჩატარების მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება;

2. არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის გამოცდილება.

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

1.  მონაწილე კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია;

2. მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება;

3.  ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებისათვისაც კომპანიას გაუწევია მსგავსი მომსახურება;

4. შესაბამისი აუდიტორული მომსახურების გაწევის ვადები და მეთოდოლოგია;

5.  რეკომენდაცია რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან.

 

ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანია(ებ)ს შესაძლებელია ეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ტენდერის შედეგად შესაძლებელია შეირჩეს ერთზე მეტი კომპანია.

დოკუმენტები მიიღება 2017 წლის 21 დეკემბრამდე ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:  gkiphiani@gyla.ge,  გთხოვთ საგანში მიუთითოთ:  ტენდერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.