სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“

2019-07-11 12:38
Featured image

2019 წლის 17 ივლისს, მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები გამართავენ სპეციალური ანგარიშის - „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ - პრეზენტაციას.

ანგარიში ასახავს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ასევე, განსახლების ადგილზე მათ ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და საჭიროებებს. ანგარიშში, ასევე, საუბარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით 2016 წლის იანვარში დაწყებულ გამოძიებაზე, მის მიმდინარეობასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე. ანგარიშში ამავდროულად წარმოდგენილია რეკომენდაციები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი ორგანოებისთვის. 

ანგარიშის მომზადების მიზნებისთვის, საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 36 დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 2400 დევნილი ოჯახი. 

წინამდებარე ანგარიში მიზნად ისახავს, ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციაზე დაწყებულ გამოძიებასა და დაზარალებულთა მდგომარეობაზე 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ. 

ღონისძიება ტარდება ღია საზოგადოება ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს სიტუაციის გამოძიებაში“ - ფარგლებში.