სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

გაზეთმა „ტყიბულმა“ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების წესები დაარღვია

2016-09-08 17:46
Featured image

მუნიციპალიტეტის ადგილობრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის „ტყიბული“-ს ივლისის ნომერში გამოქვეყნდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელგუჯა გოცირიძის სააგიტაციო წერილი და სტატია.   ორივე შემთხვევაში, სტატიისა და სააგიტაციო წერილის სათაურამდე არ იყო წარწერა „უფასო პოლიტიკური რეკლამა“ ან „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“.

წარმოადგენს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი  წესების დარღვევას, რას დაკავშირებით განცადება საია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარადგინა.