სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპული ციხის სამართალწარმოების ქსელის (European Prison Litigation Network - EPLN) წევრი გახდა.

2023-08-02 12:35
Featured image

EPLN დაარსდა 2013 წელს სამართალმცოდნეების, პატიმართა უფლებადამცველებისა და ციხის სფეროში მოქმედი მკვლევარების მიერ, რომლის მიზანია გააძლიეროს ევროპაში დაკავებული/დაპტიმრებული პირების ძირითადი უფლებები.

2017 წლიდან EPLN-ს აქვს მონაწილეობითი სტატუსი ევროპის საბჭოში. ქსელი აერთიანებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას უნგრეთიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, რუმინეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, მოლდოვიდან, პორტუგალიიდან, უკრაინიდან, ხოლო, მათ რიცხვს, საქართველოდან 2023 წლის ივლისიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეუერთდა.