სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

იმიტირებული სასამართლო პროცესი ოჯახში ძალადობის თემატიკაზე

2019-01-23 15:32
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გიწვევთ ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

- იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს; ერთი უნივერსიტეტიდან ერთზე მეტი გუნდის დარეგისტრირება დაშვებულია;

- თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 სტუდენტისგან; გუნდის წევრები უნდა წარმოადგენდნენ ერთი და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტებს;

- იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირი შედგება 2 ეტაპისგან − წერითი და ზეპირი რაუნდები; ზეპირ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს წერითი რაუნდის საფუძველზე გამოვლენილი 10  საუკეთესო გუნდი;

- იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის დასკვნითი (ზეპირი) რაუნდი გაიმართება 2019 წლის მარტში;

მონაწილეობის მსურველმა გუნდმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ელექტრონულად, შემდეგი ბმულის მეშვეობით: რეგისტრაციის ფორმა;   რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი, 18.00 საათი!

ზეპირ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდ(ებ)ის მგზავრობის, ცხოვრების და კვების ხარჯებს დაფარავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

გუნდის რეგისტრაციის, იმიტირებული სასამართლო პროცესის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის სრულად იხილეთ ბმული და კითხვები.

საკონტაქტო პირი: ნინო ჩიხლაძე
ელ. ფოსტა: chikhladze@gyla.ge

იმიტირებული სასამართლო პროცესი იმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით (GYLA), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.