სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მოძალადის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

2018-02-23 11:13
Featured image

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძალადის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამ საქმეში დაზარალებული ქალის ინტერესებს საია იცავდა.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყოფილი ქმრის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ძალადობას. უკანასკნელი შემთხვევა 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც მოძალადემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები და მსხვერპლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.  

მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას განმარტა, რომ სასჯელის დანიშვნისას, მხედველობაში მიიღო შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი და  ის გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, რაც თავისთავად წარმოადგენდა დამამძიმებელ გარემოებას.