ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი

2016 წლის 6 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარალეთში ჩატარდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - თემურ ხუბულურის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. 90 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გიგა გელაშვილმა, რომელიც “ქართული ოცნება”-ს შტაბის უფროსის მოადგილეა. ხოლო მეორე ადგილი ონისე ბუღაძემ დაიკავა, რომლის ძმა _ ლევან ბუღაძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თანამშრომელია. პირველ ადგილზე გასულს მიეცა ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულს _ 300 (სამასი) ლარი.

ჭიდაობის ტურნირი გაიმართა ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტშიც. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ანალოგიური სახის ტურნირი კიდევ ერთ “ქართული ოცნება-ს” მაჟორიტარ კანდიდატს სამგორის #13 ოლქში _ შოთა ხაბარელს მიეძღვნა.

ფაქტების ამსახველი ინფორმაცია განთავსებულია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე, სადაც ასევე განთავსებულია თემურ ხუბულურის სახელობის ტურნირის დებულება.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge