იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან  პრაქტიკული      სამართლისა და სამოქალაქო განათლების  აქტუალურ საკითხებს.

სწავლის მსურველებმა 16  სექტემბრიდან  11  ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
დაბადების მოწმობის  ასლი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(ან მოსწავლის ბარათი);
2 ფოტოსურათი;
შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია  ვებ-გვერდიდან www.legaleducation.ge , ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას).
 
საბუთების მიღება ხორციელდება ფონდის/ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში.საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დანიშნულ დროს გაივლიან გასაუბრებას.მოსწავლეთა შერჩევა მოხდება აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე.
 
საკვირაო სკოლაში სწავლა უფასოა.
 
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ქ.თბილისი, ჯ.კახიძის  ქ. №15
ტელ:2936101;2910883 (შიდა ნომრები: 147/125)
საკონტაქტო პირები:
მარი აბულაძე -  ltic@gyla.ge
თამარ მეტრეველი metreveli@gyla.ge
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge