იყო და არა იყო რაა.. იყო საბჭო…

 

იყო და არა იყო რა... იყო  საბჭო…

საბჭო, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით აღჭურვილი.

მაინც რა ევალებოდა? ბეევრი რამ, მათ შორის, სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა/გათავისუფლება.

საბჭო მოსამართლეთა შერჩევის მიზნით ატარებდა კონკურსებს. აღნიშნულ კონკურსებს ხშირად მოყვებოდა კრიტიკული შეფასებები იმის შესახებ, რომ საბჭო, მის მიერ ჩატარებული კონკურსებით ვერ უზრუნველყოფდა  მისი ძირითადი და ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას - პროფესიონალი და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევას. კითხვაზე პასუხი, თუ რატომ მისცეს საბჭოს წევრება ხმა ამა თუ იმ კანდიდატს - პროფესიონალიზმისა და მისი მაღალი მორალური თვისებების გამო თუ „მუნდირის ერთგულებისთვის,“ ან იმისთვის, რომ მოსამართლეობის კანდიდატს ყველა გადაწყვეტილება „შვილივით უყვარდა“ - გაურკვეველი რჩებოდა.

სასამართლო ხელისუფლების მიმართ კრიტიკა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. კონკურსების დროს არათანაბარი მიდგომა კანდიდატების მიმართ, მიღებული გადაწყვეტილების  დაუსაბუთებლობა, წლების მანძილზე კრიტიკის მთავარ ობიექტს წარმოადგენდა. საბჭო, იმის გამო რომ მას არ ჰქონდა ვალდებულება დაესაბუთებინა თუ რატომ მისცა ხმა ამა თუ იმ კანდიდატს, თავს ძალიან კმაყოფილად და ამაყად გრძნობდა, რადგან თვლიდა, რომ „არც ერთი საბჭოს მუშაობისას არ დანიშნულა იმდენი მოსამართლე, რამდენიც ბოლო წლებში“. საბჭო მის ეფექტურად მუშაობის მთავარ კრიტერიუმად არა პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას, არამედ რაოდენობას მიიჩნევდა.

კონკურსები ისევ ტარდებოდა, ტარდებოდა, გაუმჭვირვალედ, სწრაფად, მაგრამ უსიხარულოდ?! კრიტიკა? კრიტიკა კვლავ იყო..

საბჭო? საბჭოც იყო..

 

ნინო ნოზაძე საიას იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge