საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ დასრულდა კონკურსის პირველი, წერითი ეტაპი. სამოქალაქო/ადმინისტრაციულისამართლის მიმართულებით გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზეგადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც წერით ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 9 ქულა. სისხლის სამართლისმიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 8 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც მიიღეს  მინიმუმ 6 ქულა.

გასაუბრება გაიმართება პირისპირ რეჟიმში საიას ცენტრალურ ოფისში (მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15)  სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - 30 მაისს, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით - 31 მაისს.

წერითი დავალების შეფასების გასაგებად მონაწილეებს შეუძლიათ მოგვწერონ მეილზე: mgabroshvili@gyla.ge.

კონკურსანტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, შეუძლიათ ისარგებლონ აპელაციის უფლებით. აპელაციის უფლებით სარგებლობისთვის, კონკურსანტმა ასევე უნდა მოგვწეროს მეილზე: mgabroshvili@gyla.ge შედეგების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. აპელაციისთვის საჭიროა კონკურსანტი საიას ოფისში შეთანხმებულ დროს გაეცნოს ნაშრომს და შემდგომ მოამზადოს დასაბუთებული სააპელაციო განაცხადი.

მიბმულ ფაილში იხილეთ გასაუბრების ეტაპზე გადასული პირების შესახებ ინფორმაცია.

მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge