საია მიხეილ მაჭავარიანს ძალოვანი უწყებების ფონდების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში დახმარებას სთხოვს

4 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს "სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდისა" და "ქართული არმიის განვითარების ფონდის" საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიმართა და დახმარება სთხოვა. მიხეილ მაჭავარიანმა 2 აპრილს სატელევიზიო გადაცემა "დროებაში" განაცხადა, რომ აღნიშნული ფონდების საქმიანობა ღია და გამჭვირვალეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სთხოვს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, დახმარება გაუწიოს დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთი წლის განმავლობაში ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურების ფონდების საქმიანობისა და თანხების ხარჯვის შესახებ, მაგრამ უშედეგოდ. სასამართლო დავებზე მოპასუხე მხარეები (შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა) ცალსახად ამტკიცებდნენ, რომ ფონდი კერძო სამართლის იურიდიული პირია და მისი საქმიანობა გამჭვირვალე არ არის.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge