საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს სასამართლოში უჩივის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 14 სექტემბერს, სარჩელი შეიტანა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. საია ასაჩივრებს ცესკოს დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოს დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმა ფორმდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.

დადგენილებით ცესკოს თავმჯდომარისათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება ეწინააღმდეგება და არღვევს საარჩვენო კოდექსის მოთხოვნებს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმაც კომისიის და არა მისი თავმჯდომარის კომპეტენციას განეკუთვნება.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge