სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საბიუჯეტო ცვლილებები აჭარაში

2016-10-05 15:40
Featured image

2016 წლის 27 სექტემბერს თვითმმართველი ქალაქის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო დადგენილება  „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ რომლის თანახმადაც გაიზარდა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულებები 2 250 000 (ორი მილიონ ორასორმოცდაათი) ლარით, რასაც პარალელურად მოჰყვა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.  კერძოდ, 2016 წლის ბიუჯეტის არსებული გეგმა შემოსავლების ნაწილში 141 968 000 ლარის ნაცვლად, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად იქნება 144 219 800 ლარი, ხოლო გადასახდელების ნაწილში საბიუჯეტო ხარჯი განისაზღვრა 88 231 400, ანუ ცვლილებამდე არსებული მონაცემები გაიზარდა 1 361 300 ლარით. შესაბამისად, ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის მასშტაბით. 

ცვლილების ინიციატორის - თვითმართველი ქალაქის ბათუმის მერის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები გამოწვეულია შემოსავლების ზრდით, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაჩნდა დაუგეგმავი პროცესების შედეგად. ხოლო ვინაიდან ქალაქში არსებობს სტიქიური უბედურების კერები, მიზანშეწონილად მიაჩნია მისი სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება არსებული ფინანსური რესურსით.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები ხარჯის ნაწილში, ეწინააღმდეგება საქართველოს სააარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესს და წარმოადგენს  ადმინისტრაციული რესურის გამოყენებას.

საიამ ბათუმის ბიუჯეტის 2 250 000 ლარით გაზრდა სასამართლოში გაასაჩივრა და ხარჯების შეჩერება მოითხოვა.