სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად

2016-07-26 12:58
Featured image

საია აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად წინამდებარე სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად:

შესყიდვის ობიექტი - კომპიუტერული ტექნიკა: 10 ცალი პორტატული კომპიუტერი (ნოუთბუქი), 3 ცალი ნეთბუქი, 8 ცალი Desktop კომპიუტერი (მხოლოდ ქეისი), 23 – UPS და 12 ცალი WiFi, თანდართული დეტალური სპეციფიკაციის შესაბამისად). 
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში.
საქონლის მიწოდების ადგილი -  ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. №15 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 
წინასწარი გადახდის მექანიზმი არ გამოიყენება; 
შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, ხარჯები რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. 
სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დღგ-ს ჩათვლით და დღგ-ს გარეშე.
პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია: 
ა) ინფორმაციას კომპანიის რეკვიზიტების შესახებ (ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი); 
ბ) მისაწოდებელი საქონლის ფასები დანართის შესაბამისად;
გ) მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრული აღწერილობა;
დ)ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის საგარანტიო ვადების და პირობების შესახებ;
ე) ანგარიშსწორების პირობები;
ვ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს  ხარისხის დამადასტურებელი მწარმოებლის (IშO) სერტიფიკატი; 
დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ფასი შემოგვთავაზოს ცხრილში მოცემულ რომელიმე კონკრეტულ მოდელზე. 
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ  მოთხოვნილი დოკუმენტები ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე ისვანიდზე@გყლა.გე,  განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 9 აგვისტო.  
საკონაქტო პირი - ირაკლი სვანიძე (995 32) 2936101 / 2952553  შიდა (152)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 
თბილისი. ჯ.კახიძის ქ. #15 0102 
ტელ.: (995 32) 2936101 / 2952553  
ფაქსი: (995 32) 2923211

Email: isvanidze@gyla.ge

Web: www.gyla.ge

 სატენდერო პროდუქციის დეტალური სპეციფიკაცია