სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს ტენდერს თარჯიმნის/სინქრონული თარგმანის მომსახურების შეძენაზე

2021-03-02 16:51
Featured image

ტენდერის შედეგად შეირჩევა 10 - მდე ფიზიკური პირი, რომლებთანაც გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით. 

ტენდერში მონაწილე პირებს სასურველია ქონდეთ სამართლებრივ ტექსტებთან მუშაობის გამოცდილება და იურიდიულ ტერმინთა ცოდნა. 

მომსახურების სიხშირე დამოკიდებული იქნება დამკვეთის საჭიროებების შესაბამისად. ანაზღაურება შერჩეული პირებთან მოხდება თარგმნილი გვერდების და სიმბოლოების რაოდენობის მიხედვით. 

მსურველებმა შესაძლებელია შემოთავაზება წარმოადგინონ წერილობითი ან სინქრონული თარგმანის მომსახურების გაწევაზე ცალ-ცალკე ან  ერთად. 

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

1. რეზიუმე/CV;

2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება თარჯიმნად მუშაობის გამოცდილების შესახებ;

4. სარეკომენდაციო წერილი წინა ან არსებული დამსაქმებლისგან;

5. მომსახურების გაწევის საფასური, რომელიც უნდა იქნას მითითებული ლარში და მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (ფასები მოცემული უნდა იყოს ქვემოთ მოცემულ ცხრილში).

ტენდერის ეტაპები

- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- დოკუმენტის თარგმნა - მეორე ეტაპზე კონკურსანტებს მოეთხოვებათ მცირე ზომის დოკუმენტის თარგმნა.

 

საჭიროების შემთხვევაშიორგანიზაცია უფლებას იტოვებს, კანდიდატს მოსთხოვოს  შერჩევის დამატებითეტაპების გავლა.

 

განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, 2021 წლის 2 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე  gkiphiani@gyla.ge;    

გთხოვთ, განცხადების გამოგზავნისას დანიშნულებაში მიუთითოთ „თარჯიმანი“ 

ტენდერში გამარჯვებული პირების გამოვლენა მოხდება გამოცდილების, შესრულებული თარგმანის და წარმოდგენილი ფასის შესაბამისად. 

 

 

დანართი #1. 

ფასების ცხრილი

 

 

სახელი და გვარი

გთხოვთ მიუთითოთ საათობრივი ანაზღაურება    

(სინქრონული თარგმანის შემთხვევაში)

გთხოვთ მიუთითოთ თანხა 

(დოკუმენტების წერილობითი თარგმანის შემთხვევაში 2000 სიმბოლოსათვის)