სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს დახმარებით ,,რადიო ჰერეთმა“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სასამრთლო დავა მოუგო

2018-02-28 15:40
Featured image

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ის გადაწყვეტილება, რომლითაც ჩაშლილად გამოცხადდა ქ. ბათუმში რადიო სიხშირეზე გამოცხადებული კონკურსი.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდა ,,რადიო ჰერეთი“, რომელიც კონკურსის ყველა პირობას აკმაყოფილებდა, თუმცა, კონკურისის ჩაშლის შედეგად, შეეზღუდა შესაძლებლობა, ქ. ბათუმში დაეფუძნებინა ადგილობრივი რადიო ,,ბათუმი“.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დაევალა ხელახლა იმსჯელოს ,,რადიო ჰერეთის“ საკონკურსო განაცხადზე.