სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია უარყოფითად აფასებს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის პროცედურებს

2020-05-29 18:30
Featured image

2020 წლის 29 მაისს, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილი დანიშნა (მომხრე - 18, წინააღმდეგი - 2, თავად კანდიდატს კენჭისყრაში მონაწილოება არ მიუღია). სხდომაზე 21 დამსწრე წევრიდან კანდიდატს სულ ოთხმა დაუსვა კითხვა, ერთმა წევრმა კი მხოლოდ თავისი მხარდამჭერი მოსაზრებები დააფიქსირა.. საბოლოო ჯამში, არ გამართულა ჯეროვანი დისკუსია.

სამწუხაროა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, არ გამოიყენა შესაძლებლობა დღევანდელ სხდომაზე არ აერჩიათ მოსამართლე, არამედ მხოლოდ კანდიდატი დასახელებულიყო. ამით საზოგადოებას მიეცემოდა შესაძლებლობა გამოეხატა საკუთარი დამოკიდებულება ბატონი ვასილ როინიშვილის მიმართ და მიეწოდებინა ის პლენუმის წევრებისთვის, რაც საბოლოოდ მათ უკეთ ინფორმირებულ გადაწყვეტილება უზრუნველყოფდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საია უარყოფითად აფასებს პლენუმის გადაწყვეტილებას და მას როგორც უზენაესი სასამართლოს პლენუმის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს სანდოობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.