10 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს ტრადიციულ ადამიანის უფლებათა კვირეულს.
დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები შეაფასა.
მიმართვა სათაურით "ერთი თვე 7 ნოემბრის შემდეგ - შეკრების თავისუფლება, ფუნდამენტური უფლება?" _ გიორგი ჩხეიძემ დღეს ჟურნალისტებს გააცნო.
დღეიდან ყოველდღე, 20 დეკემბრის ჩათვლით, საიას ორგანიზებით ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა.