სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ მართლმსაჯულებაზე კვლევა წარმოადგინა

2007-12-10 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა, მოამზადოს პერიოდული ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სწორედ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში 11 დეკემბერს საიამ წარმოადგინა კვლევა "მართლმსაჯულება საქართველოში". პუბლიკაცია მომზადებულია ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში.

კვლევაში განხილულია საკნონმდებლო სიახლეები მართლმსაჯულების საკითხებზე, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა, მათ შორის გახმაურებული საქმეები. ასევე განხილულია სასამართლოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სხდომების საჯაროობის საკითხები, მიმოხილულია აშშ-ს პრაქტიკა. ამასთან კვლევაში მოცემულია საინტერესო სტატისტიკა და მონაცემები ქართული სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შესახებ.

პრეზენტაცია გახსნეს საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ეკრუნდმა და საიას თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ. შეხვედრას, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, სასამართლოების რამდენიმე წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და კვლევაზე მომუშავე ექსპერტებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაიმართა საინტერესო დისკუსია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოჩენილ პრობლემურ საკითხებზე. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ორივე მხარის პოზიცია და მიდგომები, გაჟღერდა საინტერესო წინადადებები პრობლემურ საკითხებზე მომავალი მუშაობის თვალსაზრისით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავ გააგრძელებს აქტიურ მუშაობას მართლმსაჯულების თემაზე და შეეცდება თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის მართლმსაჯულების თემაზე კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობის განვითaრებაში.