სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ნატალია ფერაძის საქმეზე პროკურატურას პროკურორის პროტესტის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით მიმართა.

2024-02-05 17:06
Featured image

როგორს საზოგადოებისთვის ცნობილია, საია იცავს აქტივისტ ნატალია ფერაძეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, ამ დროისთვის ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.

იმის მიუხედავად, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებაში არ ჰქონდა დასაბუთებული რატომ იყო ამ შემთხვევაში ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენება პროპორციული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო საიას საჩივარი და ძალაში დატოვა დადგენილება.

აღსანიშნავია, რომ დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენებადაუშვებელია და იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილება საბოლოოა და იგი აღარ საჩივრდება ქვეყნის შიდა ინსტანციებში. შესაბამისად, საიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას, რათა პროკურორის პროტესტის მექანიზმის გამოყენებით, რომელსაც დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი იცნობს, გაუქმდეს ან შეიცვალოს ნატალია ფერაძის საქმეზე მიღებული დადგენილებები.