სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადების შემდეგ ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაუქმდა გადაწყვეტილება მიწების ჩამორთმევის შესახებ

2007-08-09 20:00
Featured image

დღეს ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე დიადო (#16.01.435) დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ქალაქის მთავრობის 20 ივლისის დადგენილება (#15.22.419) 1994-1999 გაცემული მიწების ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ.

დღეს გამოქვეყნებული დადგენილებაში ნათქვამია:
“საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ადმინსიტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ ქ. თბილი მთავრობის 2007 წლის 20 ივლისის #15.22.419 დადგენილება მიზანშეწონილია გამოცხადდეს ძალადაკარგულად, ვინაიდან მისმა მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ ინტერესებს”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 30 ივლისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქალაქის მთავრობის 20 ივლისის დადგენილება 1994-1999 წლებში მიწების გაცემის დადგენილებების არარად ცნობის შესახებ, რასაც მოყვებოდა მიწების ჩამორთმევა იყო უკანონო და წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოხატა მზადყოფნა დაეცვა მესაკუთრეთა უფლებები მერიისა და სასამართლოს წინაშე. საიამ სპეციალურად მოახდინა შესაბამისი მიწების სიების შედგენა და მის ვებ-გვერდზე განთავსება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მერიის დღეს გამოქვეყნებული დადგენილება არის მოქალაქეების მიერ საკუთარი უფლებების დაცვისათვის აქტიურობის შედეგი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზად არის მომავალშიც დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და წარმოადგინოს ისინი ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოში.

ჩვენ გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მედიას, რომლის მხარდაჭერის შედეგადაც გახდა ეს თემა საზოგადოებისათვის ცნობილი.