სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

2020-09-10 12:30
Featured image

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - (წერითი გამოცდა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. თანდართულ დოკუმენტში იხილეთ შესაბამისი გადანაწილებები.

იმ კანდიდატებმა, რომელთაც ინტერესის სფეროდ მითითებული გაქვთ სისხლის სამართალი, წერით ეტაპზე იქონიეთ სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით - სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. 

წერითი გამოცდა გაიმართება 15 და 16 სექტემბერს (სფეროების მიხედვით გადანაწილების დროები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში), დისტანციურ რეჟიმში პროგრამა „Zoom”-ის მეშვეობით (პროგრამაში შემოსასვლელად საჭირო ინფორმაცია ელ. ფოსტაზე გამოგეგზავნებათ მონაწილეებს). შესაბამისად, გთხოვთ, წერით გამოცდამდე უზრუნველყოთ აღნიშნულ პროგრამაზე წვდომა. გამოცდის თარიღთან დაკავშირებით მონაწილეებთან დამატებით დაკავშირება არ მოხდება.

წერითი გამოცდის (კაზუსების ამოხსნა) შეფასების კრიტერიუმები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტები სრულყოფილად გაქვთ გამოგზავნილი და ამის მიუხედავად წერით ეტაპზე გადასულ მონაწილეთა სიაში არ ხართ ან სიაში ადგილი აქვს რაიმე ტექნიკურ ხარვეზს, შეგიძლიათ გამოცდის დაწყებამდე დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 2 93-61-01/147 ან მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: loladze@gyla.ge

მონაწილეთა სია

წერითი გამოცდის კრიტერიუმები